ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2012


დაიკიდე!

დაიკიდე!
ახლა ისევ ღამეა და...
ისევ ისე ატრაკებენ ნაბიჭვრები!
დაიკიდე...
სათქმელად ხომ მარტივია,
გასაქცევად -
არ გიშვებენ ნაბიჯები...გამოვლილი...
ცხოვრება კი აშლილია,
კლავესინის ნოტებივით გადაშლილი.
დაღლილია ეს ცხოვრება,
დაცლილია,..
მაგრამ ღამე, გიცინის და გაგიჟებით...
ამტვრევ ირგვლივ,
ყალბ ღიმილს და ტაშმაშურებს,
შემოხვეულ მკლავებს იცლი გაწბილებით...
დაიკიდე!..
ყველაფერი გავლილია!
ყველაფერზე აყოლისთვის დაისჯები!
ვიცი,
ახლა, ეს სასჯელიც რომ გკიდია!
არ იცვლები...
დაგცინიან!.. არ იცვლები!
ალიონზე ამ დუქანთან აღარ სტირის -
არც არღანი,
აღარც უბნის თვალებია -
თამრიკო და ნინა, ასე შენებური -
ტიციანს რომ შენთვის დაუნახებია....
ხოდა მოდი ნუ ატრაკებ ჩემო ძმაო,
დაიკიდე ( ბანალური სიტყვებია!)..
ერთადერთი რაც დაგრჩება ცხოვრებაში -
ნაბიჭვრისგან აცდენილი ტყვიებია!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს