ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2008


. . .


ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩეთ
ღრუბლებო,
წადით, ჩემი ეზოს ზემოთ
სანისლებოს მთებია და
იქ ჩამოისვენეთ.
შორი გზიდან მოდიხართ,
დაღლილები, ნაღვლიანები.
საცაა ცრემლები წაგსკდებათ და,
თითქოს ჩემი სადარდებელი
თავსაყრელად არ მქონდეს,
ზეცის სევდითაც
გინდათ გამლუმპოთ..
ჩაიჩოჩეთ ცოტა გვერდზე
ღრუბლებო თორემ,
ასე გამოდის,
მზე აღარ არსებობს ჩემთვის,
სულ მუდამ თქვენს გამურულ
სახეებს უნდა ვუმზირო.
ხომ გაგიგონიათ,
ჩვენებური ეზოთერული _
”მზე დედაა ჩემი”.. და ა.შ.
არ გამოცხვება ობლის კვერი
ჩამქრალ მზით და
ჩამქრალ ნაკვერჩხლით.
დედინაცვალი არ მყოლია,
იქნებ ამიტომ ისე წავიდა,
ვერ შევიცანი ბოლომდე,
დედა!
უმზეო ცაზე
მქრქალი სხივიც ვერ აღწევს
ჯარგვალს - ჩემს საბრალო,
შიშველ ბავშვობას
წადით, დროზე წადით ღრუბლებო,
ჭროღა მთებზე ჩამოისვენეთ,
მის სველ მკერდზე
დაჰკიდეთ ცრემლი..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს