ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2012


არქაული კოლხა

კდემა _ გონების კანდელი,
ტკივილთა კორიანტელი...
სულში იყეფებს, ცხრება
ამორძალების წყება.
სულშივე ცრემლად წყდება, _
ხათუნ ხატაეთს ხატობს, _
ქართული ლხინი ცხვება
და ზღაპარს აცლის ქატოს.
ძუ მგელი რძიან ჯიქნებს
მთვარის ფალოსში იქნევს...
სულში იყეფებს, ცხრება
ამორძალების წყება.
ნაყოფს იღებს საქმისაჲ*,
გუთნისდედა კოლხას პოხავს,
და ბებერი ჩანს მისანი, _
როკვით ფერთხავს ველურ ჩოხას.
კდემა _ გონების კანდელი,
ვნებათა კორიანტელი...
სულში იყეფებს, ცხრება
ამორძალების წყება.

__________________________________________________________________________________________________________
* საქმისაჲ (სვან.ღვთაება) _ წარმართულ საქართველოში ნაყოფიერების ღვთაებასთან დაკავშირებული
სარიტუალო ეროტიკული ცეკვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები