ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2012


არავინ არ თქვას, რომ ცა არის ყველაზე მაღლა...

არავინ არ თქვს, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა - სიყვარულით გვეძახდნენ ბალღებს
და ტკივილები - ახლა ვცდილობ რომ ლუდის კათხით,
ჩავიკლა გულში, ჩავიკლა და დავმარხო სადმე,
მაგრამ ეს სევდა არ ყოფილა უბრალოდ ჩემი,
ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს,
როდესაც გაგვყვეს, შეგვკვეცეს და უსაზღვრო გვემით,
სულ ყველა ქართველს გაუხადეს მეგობრად შიში,
ახლა კი ვდგავართ, დაღიანნი, უაზრო სახით,
შუბლიდან სისხლით მიწერილ წლებს წვალებით ვიშლით,
რათა როგორმე დავივიწყოთ რაც უკვე ვნახეთ.
მაინც მგონია, ცა არ არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა, ხელში ყველა ჩამკვდარი ძაღლი
და ჩემი სახლი, ტრასიდან რომ ხელმარცხნივ ვუხვევ...
მაგრამ ეს სევდაც არ ყოფილა უბრალოდ ჩემი,
ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს,
პურის რიგში რომ შეგვემატნენ დები და ძმები,
დავკარგეთ სახე, იმედები და დღემდე ვეძებთ.
მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი,
რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი,
თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით)
თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით.
მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით,
იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან,
ვხვდებოდი, ჯიხურს ეყოფოდა ხმაურიც სროლის,
რომ ჩვენს შესახვევს დარქმეოდა ობლების ქუჩა.
მე მახსოვს ბებოც, ბაბუა კი იტყოდა, ნეტა
თუ სწერიაო ამდაგვარი კაცისგან ეფუთს,
და ავირიეთ როგორც ბრმების ბიბლიოთეკა,
ვეღარ დავლაგდით, დავლაგდებით ოდესღაც ვიცი..
არავინ არ თქვას, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა ყველაფერზე კარგია მაინც,
ვამბობ და ტრასას მიყოლილი ხელმარცხნივ ვუხვევ...

მ ე  მ ო ვ ე დ ი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს