ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2013


აშუღური ბალადა

            ნიკალას

აშუღური ბედი მაქვს,
ქალაქს ლექსით ვიფარავ,
მეინახედ დამისვეს
მთვრალი ძია ნიკალა.
მის ირემზე შავხტები,
ვიაჯამებ ნაპირზე,
ჩემი გულის ხატები,
მთვარევ, შუქით გამივსე!
ამიცეკვე კალმახი -
ქორფა, დედა-მტკვარისა -
და ჰარიფი მანახე,
მაჭარმა რომ გასრისა.
შენს აშუღურ დუქანში
მოველ ისევ, ნიკალავ,
შენ ბარბაცით სუფრას შლი
და ბებრულ ცრემლს მიმალავ.
შველ-ირემზე შავხტები,
ვაალაფებ ნაპირზე!
ჩემი გულის ხატები,
მთვარევ, შუქით გამივსე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები