ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2012
თათოს
"მიყვარს ისეთი ფილმების ყურება, სადაც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი გაინცობს ძალიან ჭკვიან და განსაცვიფრებლად ლამაზ გოგონას. ისინი ისაუბრებენ წიგნებზე და ზოგადსაკაცობრიო თემებზე... პირველად ერთმანეთს წვიმაში აკოცებენ... ჩემი აზრით, სწორედ ასეთი გოგონები არიან საუკეთესონი".
ნუ დაივიწყე შენ იმედები მე დღეს გავცოცხლდი მგონი მეასედ შენს გამო ვიცი ყველაფერს ვიზამ და არაფერზე ვიტყვი უარს მე.
მხოლოდ უფალო ეს წყალობა გთხოვ რომ მოიღო რომ არ მტკიოდეს სევდისადან წყეული ხორცი რომ არ დავტოვო ეს სამყარო და მხოლოდ ეს ვთქვა რომ თათო მიყვარს მხოლოდ თათო, სხვა კი არავინ.
დღეს იმედები ჩვენთან მოდიან შენ გაიხსენე რაც უწინ იყო და ეს წყეული ზაფხული ღმერთო აღარასოდეს არ გამახსენო.
ვიცი ჩვენ მარად ვიქნებით ერთად რადგან მე ღმერთმა უკვე გამაცნო შენი სული, შენი თბილი თვალები, კოხნა სინაზით, კოცნა რწმენით კოცნა ბოდიშით, კოცნა ოცნებით, კოცნა ბრძოლით, კოცნა სიმშვიდით.
გარეთ ისევ წვიმს დამშვიდდა სული, იმედით სავსე გული ამღერდა, ეხლა ღამეა, ველი არაფერს პატარა ნიკა იძინებს ალბათ.
სევდამ დაკეტა კარები მძიმე სული დამშვიდდა, ისევ მიყვარხარ მე მენატრები და ვარ მართალი მე შენ მიყვარხარ ყველაზე მაგრად.