 | ავტორი: სუზზის და ჟანრი: პროზა 18 ოქტომბერი, 2012 |
ასე იწყება ყოველი დილა! დილით დგები და არ იცი თავი სად გაქვს და მუცელი სად! მერე კიდევ იცვამ შენზე სამჯერ დიდ ხალათს და ,,დგები“ მერე რა რომ გაღვიძება დაგავიწყდა.. მერეც სულ ერთი და იგივე .. სამსახური-სახლი , სამსახური-სახლი, ასე ცხოვრობს ბევრი ჩვენთაგანი. მეც არ ვარ გამორჩეული. მაგრამ ყოველთვის ერთხელ მაიც შენს ცხოვრებში დგება დღე როცა სადღაც, რაღაც, იცვლება და ეს შენს ცხოვრებას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამოატრიალებს ხოლმე ! თქვენ წარმოიდგინეთ მეც კი დამემეთა ეგრე. დილა ჩვეულებრივად დაიწყო წავედი სამსახურში ცამეტი ნომრით, იქიდან ექვსით წამოვედი. ამოვედი მესამე სართულზე და სახლის კარები შევაღე. გადავაბიჯე კართან დატოვილ ამანათს და სავარძელზე მივესვენე! ორი წუთი ასე ვეგდე, მერე კიდე გავაანალიზე რომ კართან რაღაცა უჩვეული მოხდა და ვერ გავიგე რა.. გავიხედე გარეთ და გამახსენდა! ამანათი! შემოვიტანე შინ! ერთ შეხედვით საკმაოდ ორიგინალური იყო ყუთს დათუნიას ფორმა ჰქონდა და გულებიანი ქაღალდი ქონდა შემოხვეული (საერთოდ პირიქითაა ხოლმე). ხოდა მეც ვიფიქრე რომ უკვე სამი წუთი გადავაცილე სადილს და ამ ორიგინალური ყუთის გახსნა ერთი-ორი დღით გადამედო. მაგრამ მიდი და უყურე ასეთ ორიგინალურ ყუთს ყოველ ჯერზე როცა სამზარეულოსკენ მიიწევ (რაც დაახლოებით ხუთ წუთში ერთხელ ხდება). ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო , ავიღე ყუთი შევედი ოთახში და დავიწყე ძალიან ფრთხილად ქაღალდის შემოხევა. ნელა-ნელა გამოჩნდა ყუთის ნამდვილი ფერი. ყუთს თავი ავხადე და შეშინებულმა ისევ დავახურე. ასე გავიმეორე ბევრჯერ! ძალიან ბევრჯერ! ბოლოს და ბოლოს ავხადე თავი და შიგ ჩაყრილ ბევრ ბევრ გვირილებს სწრაფად გადავავლე თვალი. ასე ძალიან ამ გვირილების იმიტომ შემეშინდა რომ ჯერ ერთი ამ ყვავილებს ცუდი სუნი ასდიოდა და მეორეც გვირილა იყო ჩემი და ჩემი ძველი შეყვარებულის სიმბოლო. კარგად გადავქექე მთელი ყუთი არაფერი არ იყო არსად არც ბარათი არც რამე ეგეთი. ერთადერთი ყუთს ძირში იყო მიწერილი ,,მ“ , რათქმაუნდა ვერფერი ვერ გავიგე და ეს ყუთი ისევე მივაგდე მაგიდაზე. მეორე დღე წესით ისევ ისეთი უნდა ყოფილიყო როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ მაინც რაღაცა სხვანაირი რომ ხდებოდა ვხვდებოდი . დილით ადგომასთან ერთად გავიღვიძე კიდევაც! დიდი შემართებით ჩავიცვი ჩემი საუკეთესო კაბა და მაღალ ქუსლებზე შევდექი, მაკიაჟი გაიკეთე, თმა წესრიგში მოვიყვანე სამსახურში დავრეკე დღეს დამაგვიანება მეთქი. წავედი ფრჩხილები გავიკეთე მოკლედ ქალს დავემსგავსე. ნახევარი საათი დიდ სარკესთან ვიდექი და ვვარჯიშობდი როგორ დავჯდები და როგორ ვივლიდი ამ ჩემი მაღალი ქუსლებით და მოკლე კაბით. ყოველ წუთს თვალი კარებისკენ გამირბოდა მინდოდა გავსულიყავი და შემემოწმებინა რამე ხომ არ იდო გარეთ. მაგრამ მოვითმინე ზუსტად თორმეტის ნახევარზე გავედი სახლიდან და ლამის კისერი მოვიმტვრიე ახალ ყუთზე. გავხსენი, ისევ გვირილები, ოღონდ ახლა ყუთის ფსკერზე ,,ი“ ეწერა. ასე გრძელდებოდა ზუსტად ცხრა დღე და ასოებმაც სიტყვა ,,მიყვრახარ“ შეადგინეს, ორიგინალური და ამავრდოულად ბანალური სიყვარულის ახსნა იყო. მაგრამ ნამდვილად იმოქმედა. ერთ დღეში სულ მთიანად შევიცვალე სულ სხვა ადამიანი გავხდი, ისევ ქალი მერქვა და ისევ მყავდა დაქალები რომლებსაც დილიდან საღამომდე ტელეფონით ან სოციალური ქსელებით ვეჭორავებოდი ფრჩხილის ლაქზე და კაბის ფერზე, რათქმაუნდა ისიც შევნიშნე ჩემი სამსახურის ბიჭები ძალით როგორ მეჯახებოდნენ, რომ მერე ფურცლები მოეწოდებინათ. ასე გრძელდებოდა ერთი თვე, მაგრამ ნელ-ნელა უკვე გადამიარა გრძნობამ რომ ეს საიდუმლო თაყვანისმცემელი სადღაც, ჩემს გარშემო იმალეოდა სულ. იევ იმ ძველ ლოლას ვემსგავსებოდი დახეული ჯინსების გარდა არფერში რომ არ გრძნობდა თავს კოფორტულად. მაგრამ ფსონები გაიზარდა. უკვე ჯინსებით, კეტებით და სრულიად გაუბედურებული ქამრით მივდიოდი სამსახურში , რომ წინ ჩემი სიმაღლის, საყვარელი, ფუმფულა და მომღიმარ სათამაშო დათუნიას დავეჯახე. მაშინვე შევბრუნდი, სახლში გამოვიცვალე და იმისთანა ქალი გამოვედი ჩემი თავის მშურდა. მაგრამ ასე რომ გაგრძელებულიყო ეს ყოველივე ინტერესს დაკარგავდა. ყოველდღიურად მემატებოდა გრძნობა რომ ჩემი ფარული თაყვანისმცემელი სადღაც ჩემს გვერდზე იდგა და მაგრამ მე ვერ გამეგო ვინ იყო ის ვიღაც , სანამ ჩემს სამსახურში ჩემი ძველი შეყვარებული არ გადმოვიდა სამუშაოდ. სწორედ იმ წამს დაედო ყველა ეჭვს საფუძველი. ჯერ კიდევ მახსოვდა რომ თავის სამსახური ჩემზე მეტად უყვარდა ყოველთვის. ასე თუ ისე, ყველაზე ხშირად ის მეჯახებოდა და შეჯახების შემდეგ თბილი მოკითხვა და მეგობრული გადაკოცნა გამოწერილი მქონდა. დღითიდღე მატულობდა ჩემს კარებთან დატოვებული საჩუქრების ფასი და იკლებდა ადგილი ჩემს ოთახში და ეს ყველაფერი მალე ჩემ სხვა ოთახში გადასახლებაზე მიუთითებდა . მე ეს ყველაფერი უკვე მბეზრდებოდა, ველოდებოდი როდის გამოტყდებოდა ყველაფერში, მაგრამ ეს ნანატრი წუთი არა და არ დგებოდა. აღარ მაკვირვებდა აღარც სამაჯურები აღარც სუპერ მუერ მოდური კაბები რომლებსაც მეორე დღეს სამსახურში ვიცვამდი და ის იდიოტი კი დიდი მცდელობების მიუხედავად, რომ ვითომ ვერ მამჩნევდა თვალები ჩემსკენ გამოურბოდა. თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი ჩვენ ძველ მესიჯებს და ყოველდღე ვაცნობიერებდი რა ძალიან უყვარდა თავისი სამსახური და იქიდან სავარაუდოდ ჩემს გამო წამოვიდა. ასე უკვე აღარ შიძლებოდა. ისევ მე ისევ სუსტი სქესის (რომლებიც ძირითადა უფრო ძლიერები ვართ ხოლმე ფსიქოლოგიურად და გონების თვალსაზრისით) წარმომადგენელს უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი. მეც ავდექი და გადავდგი! დილით უძალიანესად გავიპრანჭე და სამსახურში ძალიან ამაყი და მედიდური სახით შევედი. ისეთ სახე მქონდა გეგონება ახლახანს ჯონი დეპმა ცოლობა სთხოვა ამან კიდე უარი უთხრაო. მივედი იმ სულელთან და ძალიან ამაყად (მაგრამ მაინც შემოვლითი გზით) დავპატჟე ვახშამზე რომელზეც წესით ჩემი გამოგონილი მეგობერი ვინმე ანანოც უნდა მოსულიყო, სწორედ მანდ დავუშვი დიდი შეცდომა. იმან მითხრა კარგი, მე ჩემს მეგობარ ვინმე ლაშას მოვიყვანო. ეს რომ გავიგე სახეზე ისედაც ყალბი ღიმილი შემახმა, მაგრამ, აბა სამწუხაროდ ცხოვრებას ,,undo” კლავიში არ აქვს და რაღას ვიზამდი. ასე რომ მომიწია რაიმე სათანადო ტყუილის მოგონება რომ აღარ წავსულიყავი. ავდექი ხმა შევიცვალე და უკვე ვურეკავდი რომ თვიონ დამირეკა. -ალო... ლოლა შენ ხარ? -კი ნიკა მე ვარ. იცი... -დღეს ჩემი მეგობარი ვერ მოვა და მაგიტომ დავრეკე.. -ხო იცი მეც ზუსტად ახლა ვრეკავდი და... ანანოც ვერ მოვა. (ვამბობ და თან სახე ისეთი გაბრწყინებული მაქვს მზე იმალება უკვე) -მოგივიწევს მარტო ვახშმობა. -რას ვიზამთ... (ფიქრებში: იეუუუუუუუჰუუუუუ იეეეეს ურაააა ავოიეეეეეეე) -კარგი მაშინ საღამოს გამოგივლი და წავიდეთ ხო? -ხო .... -კარგი, კარგად! ამ დიაილოგის შემდეგ ჩემზე ბედნიერი და უბედური ქალი არ მოიძებნებოდა დედამიწაზე. ბენიერი იმიტომ რომ ეს დიალოგი შედგა. და უბედური, იმიტომ რომ, შეხვედრამდე სულ ორი საათი იყო დარჩენილი მე კიდევ ქუჩის ბომჟს ვგავდი (არადა ადრე სამსახურში ვიცვამდი ასე). მომიწია ტემპი ოდნავ ამეჩქარებინა და სარკესთან სურათების გადაღების დრო შემემცირებინა. სასწრაფო წესით მოვწესრიგდი. ახლა იწყებოდა მთავარი! ჩაცმა! ეს იყო და არის ყველაზე რთული და ამავდორულად სასიამოვნო მომენტი ქალის ხოვრებაში. პირველი რათქმაუნდა ძალიან ლამაზი ფეხსაცმლის შერჩევა იყო. (დიახაც! ნუ გიკვირთ თუ დიდი ნაბიჯის გადასადგმელად მიდიხარ ჯობია, ეს ლამაზი ფეხსაცმელებით გააკეთო.) ესეც დავძლიე შევძელი, შევარჩიე იდეალური ფეხსაცმელი! ახლა ამ ფაცსაცმლისთვის ლამაზი კაბაც იყო საჭირო, მაგრამ ჩემს გარდერობში არ იყო არცერთ კაბა, რომელიც ჯერ არ მცმია. ასე რომ ავდექი და იმპროვიზაციას მივჰყავი ხელი! ჩავიცვი ულამაზესი ,,კალგოტკა“ და მოკლე, ფრიალა, შავი ,,იუბკა“ ზემოდან გადავიცვი უბრალო შავი მაიკა, მაგრამ ამ მაიკაზე ულააზესი პანცო ჩავიცვი. თმა გავიშალე, კარგად დავივარცხნე და უკვე სრულიად მზა ქალი ვიყავი. მერე გავაცნობიერე რომ კიდევ ნახევარი საათი დამრჩა და სიარულში, ჯდომაში და ცეკვაში ცოტა წავივარჯიშესავით. ამასობაში მოვიდა ეს ნანატრი წამი და ტელეფონმა დარეკა. -ალო... ლოლა ჩამოდი ქვემოთ! სიურპრიზი გელის! -კაი.... ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი! მე მეგონა კარებზე დააკაკუნებდა მე გავუღებდი ის გამიღიმებდა და ზურგს უკან დამალულ ყვავილებს მომცემდა, მერე მე დავსუნავდი, გავუღიმებდი და ლიფტის ფულსაც ეგ გადაიხდიდა! მაგრამ აშკარად სცენარი ამერია! საშინელი სახით ჩავედი ქვემოთ ხუთი თეთრიც მე ჩავაგდე ლიფტში და გამოვედი სადარბაზოდან. გავიხედე გამოვიხედე და ლამის სიბრაზისგან გავაფრინე! ჩემი დანგრეული ეზოს გარდა არაფერი იყო! აქ უკვე ცრემლები მაწვებოდა ყელში! ჯერ ის არ მეყოფოდა რომ მე დავპატიჟე და ახლა კიდე არც მოვიდა და ,,გამეკაიფა“ კიდევაც! ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. -ალო... ლოლა სად ხარ? -ვდგავარ ჩემს ეზოში და გწყევლი! -რას მერჩი კაცო! სად რა ეზოში დგახარ შენი სადარბაზოს წინ ვდგავარ მე ! -რა მისამართზე ხარ მოსული ? -შენს მისამართზე! -ვაიმეეე შენც რა ტაქსივით ხარ რაააა! ზემოთა მხრიდან ამოდი! -კარგი მოვდივარ! ხოდა ასე დებილივით ველოდებოდი როდის მოვიდოდა! შემოუხვია ლიმუზინმა! მე მეგონა პრეზიდენტი გამოექცათ მეთქი, მაგრამ შევცდი! ლიმუზინი პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა მინა ჩამოიწია და ნიკა შემრჩა ხელში! ჯელტმენურად გადმოვიდა მანქანიდან კარები გამიღო მეც ასევე ნელა-ნელა მედიდურად ჩავჯექი და კარგად მოვკალათდი! ასეთს ნამდვილად არაფერს არ ველოდებოდი! საღმოს განსაკუთრებული არაფრი არ გვიკეთებია ერთ ის იყო, რომ ჩემი საყვარელი ,,ტანგო“ ვიცეკვეთ. სახლისკენ გზაში აშკარად ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მეუბნებოდა. მე რაც შეიძლებოდა ბევრს ვლაპარაკობდი რომ კონტაქტში შემოსულიყო მაგრამ ვერაფრით ვერ გამოვაცოცხლე! სახლში მივედი გამოვიცვალე და ,,სკაიპში“ შევედი. ის ვაჟბატონიც იქ იყო. და რაღაცა დებულობებს მწერდა. მე, მაგალითად ახლა სულ არ მაინტერესებდა აიზბერგები როდის დადნებოდნენ და ეს წყალი როდის წალეკავდა მსოფლიოს! ბოლოს და ბოლოს მივიყვანე საქმე იქამდე რომ სულ სხვანაირად დაიწყო ჭიკჭიკი: აქებდა ჩემს მაკიაჟს და ჩაცმულობას მერე ... მერე თქვენც ხვდებით რა მოხდა სტანდარტული ვირტუალური სიყვარულის ახსნა! აი ეს კი ნამდვილად არ იყო ის რაც მინდოდა ! თავი ათი წლის კიკინებიანი გოგო მეგონა რომელსაც სიყვარული ესემესით აუხსენს და უხარია! არც მესმოდა და არც მინდოდა გამეოგო რატომ იყო ასე! ავდექი და მეორე დღეს უჩვეულოდ ლამაზი მივედი! მთელი დღე პატარი ბიჭივით, არ მეკონტაქტებოდა სხვას რომ არ გაეგო რამე! არა ყველაზე მეტად ის მამწარებდა ტომ ჩემთვის არც უკითხია მე მომწონდა თუ არა! სკოლის მოსწაველსავით სკაიპში მომაძახა მიყვარხარო და გათიშა სულ გავარდა! არა ასე მე არ მომწონდა და არც ვაპირებდი ასე გაგრძელებულიყო! ავდექი და ჩემი ლამაზი ფეხსაცმელები მეორე ნაბიჯი გადავდგი! მივადექი და ვკითხე: -მომისმინე! ნიკააა! მომისმინე მეთქი! -ვა ლოლა-ა-ა ? -შენთან ერთ კითხვა მაქვს! -გისმენ! -საჩუქრები ჩემს კარებთან შენი დატოვებული იყო? -ხო.. ისა... კი ... არა.... მოკლე კი რა! -ასე ! ეს უკვე მომწონს! ახლა შენ უნდა მკითხო:შენ მოგწონვარ? -კაი ! (ჩაახველებს) შენ მოგწონვარ? - იცი!? ხანდახან ესეთი დღეებიც დგება როცა ადამიანს ისევ მოსწონს თმაში ჩაწნული გვირილები! ანუ მე მინდოდა მეთქვა კი! ასე ხდება როცა ერთ დღეს სამსახურიდან ბრუნდები არაფრის თავი არ გაქვს მაგრამ ერთი აყროლებული გვირილებით სავსე ყუთი შენში რაღაცას შეცვლის და ისევ ადამიანად გაქცევს! და ბოლოს როცა ამ სტრიქონებს ვწერ ასე მგონია რომ მაინც ლამაზი ფეხსაცმელები მთავარი იყო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. შენ მოგწონვარ?... მოგწონვარ?... მოგწონ-ვარ?... აი ეს არის შემოქმედება... შენ მოგწონვარ?... მოგწონვარ?... მოგწონ-ვარ?... აი ეს არის შემოქმედება...
7. ჭავ გაამართლა იშენმა ვარაუდებმააა :)))) ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთI კარგი კომენტერებისთვის! ჭავ გაამართლა იშენმა ვარაუდებმააა :)))) ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთI კარგი კომენტერებისთვის!
6. გამარჯობა სუზის და.. მომწონხარ..:-*
"და ბოლოს როცა ამ სტრიქონებს ვწერ ასე მგონია რომ მაინც ლამაზი ფეხსაცმელები მთავარი იყო! " კი ფეხსაცმელი ყველაზე მნიშვნელოვანია...:)) და კიდევ მგონია რომ ეს სუზის და, სულ სუზიზე წერს ამ ყველაფერს...:-* გამარჯობა სუზის და.. მომწონხარ..:-*
"და ბოლოს როცა ამ სტრიქონებს ვწერ ასე მგონია რომ მაინც ლამაზი ფეხსაცმელები მთავარი იყო! " კი ფეხსაცმელი ყველაზე მნიშვნელოვანია...:)) და კიდევ მგონია რომ ეს სუზის და, სულ სუზიზე წერს ამ ყველაფერს...:-*
5. ამ ასაკში მოიპარო ჩემი ტასაცმელი, ჩანთები, ქუდები, კაშნები წერის სტილები და ა.შ, ნაღდად ჩემმზე ნიჭიერი უნდა იყო :))))))))))) :* იმპროვიზატორი. 2012-10-20 23:58:32
:))))))
ამ ასაკში მოიპარო ჩემი ტასაცმელი, ჩანთები, ქუდები, კაშნები წერის სტილები და ა.შ, ნაღდად ჩემმზე ნიჭიერი უნდა იყო :))))))))))) :* იმპროვიზატორი. 2012-10-20 23:58:32
:))))))
4. დილით ადგომასთან ერთად გავიღვიძე კიდეც :))))
რამხელა გოგო გაიზარდა ეს,სანამ ,,მე მამამ ევროპაში წამიღო,,:))) თან ლოლა-ო :)(სულაც არაფერი,მაგრამ მაინც):))
მიყვარს მე ეს ჭკვიანი ბავშვი :*
დილით ადგომასთან ერთად გავიღვიძე კიდეც :))))
რამხელა გოგო გაიზარდა ეს,სანამ ,,მე მამამ ევროპაში წამიღო,,:))) თან ლოლა-ო :)(სულაც არაფერი,მაგრამ მაინც):))
მიყვარს მე ეს ჭკვიანი ბავშვი :*
3. ძვირფასო დაო :))))
ამ ასაკში მოიპარო ჩემი ტასაცმელი, ჩანთები, ქუდები, კაშნები წერის სტილები და ა.შ, ნაღდად ჩემმზე ნიჭიერი უნდა იყო :))))))))))) :*
მაგრამ გუჩის ფეხსაცმელზე ნურც იოცნებებ :))))))))))))) ძვირფასო დაო :))))
ამ ასაკში მოიპარო ჩემი ტასაცმელი, ჩანთები, ქუდები, კაშნები წერის სტილები და ა.შ, ნაღდად ჩემმზე ნიჭიერი უნდა იყო :))))))))))) :*
მაგრამ გუჩის ფეხსაცმელზე ნურც იოცნებებ :)))))))))))))
2. სუზზის დის დაო:)) ფეხსაცმელები "გუჩის" იყო?:)
სუზზის დის დაო:)) ფეხსაცმელები "გუჩის" იყო?:)
1. ვა, ნიკა!
ფეხსაცმელი მთავარია!!! ვა, ნიკა!
ფეხსაცმელი მთავარია!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|