ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2008


. . .

არა მას შემდეგ, რაც ყველაფერი გარკვევით ითქვა;
არა იქამდე ,რაც არავის არაფერი სხვა
ელოდებოდა, ვიდრე გული ნუგეშის სიტყვებს;
ვიდრე ბოლომდე არ დალიე და არ დათვერი!

შენმა თავმაც რომ მიგატოვა, არა მას შემდეგ!
და არც მანამდე, სიყვარული შეგეძლო სანამ,
სიკვდილთან ერთად დაგივიწყა ღმერთმა და ანამ
ახლა არავინ არ არის შენთან! არც შენთვის...

აღარავინ და არაფერი, ითქვა გარკვევით:
"აღარ არსებობს" ,იქნებ ჯობდეს "არც არსებულა",
გარდა სიტყვების, ძილიდან რომ გამოგარკვევენ,
იქ, სადაც შენი დასასრული დაარსებულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები