ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2012


მასპინძლის ბედნიერება

ინათა სიკვდილს ვესტუმრე
მიმრავლა სასწაულები:
ფერი და მელოდიები
სიცოცხლის სამკაულების
ყოველ კუთხეში ყვავილი
/ვერ შეეხება ხელიო/:
ზოგი_მორცხვი და ცისფერი
ზოგიც_თამამი ჭრელიო
ცის ნაპირების ბიბინი
ღუღუნი მზის და ყანისა
ღვთიური ფიქრი სიმების
მოელვარის და მკრთალისა
ხე_სივრცის მამშვენებელი
ბერივით მშვიდად მდგარიო
ლამაზად გაცინებული
კელაპტარი და წყალიო.

სიკვდილს ვესტუმრე იხარა
ვიხილე ოქრო ზღვებისა
თავდავიწყება ფრენაში
ცეცხლმოდებული ფრთებისა
სიტყვა_ქცეული ხატებად
მარადიული ნათება
მარადიული ხმებისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები