ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2012


წლები, ჩემი ცხენები

რბიან კისერგაწვდილები წლები, ჩემი ცხენები,
ზოგჯერ როგორ მაწბილებენ უსწრაფესი ჭენებით.
მე კი მინდა ნება-ნება, ხან ჩორთით, ხან ტაატით,
დრომ არ იცის ჩაძინება, სულ ცრის ქვიშის საათი...
ყოფამ ოფლად გამოჟონა ჩემი წლების ფერდებზე,
გულმა რა ყრუდ გამაგონა, რომ თანდათან ვბერდები.
რბიან კისერგაწვდილები წლები, ჩემი ცხენები,
დრო კი როგორ მაწვიმს თმებში შავზე თეთრი ფერებით...
18.10.12

”ბაბიე ლეტო”

დღეა -მოლამუნე მზით და
დროა -სამხრობისკენ უფრო.
ფიქრმა, რას ფიქრობო? - მკითხა,
როცა თავი იგრძნო მყუდროდ.
არც რა ვუპასუხე ფიქრებს,
მზე მყავს ჩავარდნილი თვალში.
იქნებ, დამიბრუნდეს, იქნებ,
ჩემში მეოცნებე ბავშვი...
დროა ჩასასვლელი მზის და...
”ქალთა ზაფხულია” გარეთ.
ფიქრმა ყურში ჩუმად მითხრა,
რაც მე არ ვუთხარი განგებ ...
19.10.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები