ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2008


შემოდგომის მზე (ერთი კაი კაცის ხსოვნას)

შემოდგომის მზე სხივებს აჭერს დედამიწას ცოდვებით დაღლილს
ღრუბლებით გარემოცული მიაგავს დიაცს ის ნამუსაყრილს
მწველი სხივები ესალბუნება სხეულს გათანგულს
ანათებს სახეს ნატიფს მაგრამ ძალზედ დატანჯულს
ზამთარი მოდის შორით გაჰყვა გრძნობა გაზაფხულს
წაჰყვა შენი სულიც მზის სხივებს ცაში
სისხლი მჩქეფარე... და მთვრალი რაში
წაჰყვა. აღარ დაბრუნდება გასული წლები
წაჰყვა, სამუდამოდ გაიყო გზები.
ცხოვრება გაილია ნელ–ნელა ჭენებით
თანდათან გახუნდა ხასხასა ფერები
ერთ დროს ხასხასა ფერები ჰქონდა ცხოვრების აკვარელს
ერთ დროს შენც გლოვობდი მეუღლეს საყვარელს
შენ იგი შეადარე ჩიტს ცაში აჭრილს
შენ ჰგავდი იადონს, ნაზს, ფრთაში დაჭრილს
შემოდგომის მზე სხივებს აჭერს დედამიწას ცოდვებით დაღლილს
ღრუბლებით გარემოცული მიაგავს დიაცს ის ნამუსაყრილს
მწველი სხივები ესალბუნება სხეულს გათანგულს
ანათებს სახეს ნატიფს მაგრამ ძალზედ დატანჯულს
ზამთარი მოდის შორით გაჰყვა გრძნობა გაზაფხულს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები