 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 25 ოქტომბერი, 2012 |
ცოტა ტრაგიკული, მსუბუქი იუმორით გაჯერებული და არც მთლად ფანტასმაგორია.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ქვეყნებს ჯერ კიდევ მეფეები მართავდნენ.სასტიკი დრო იყო..სასტიკი...აუფფფ... შეიძლება შემეკამათოთ და არც ისე ცუდიო, თქვათ...მართალი ბრძანდებით!... თუკი მეფე კეთილი იქნებოდა და არა შლეგი და მძვინვარე.დიახაც. აი , ზუსტად ასეთი მეფე მოევლინა ერთ პატარა, ლამაზ ქვეყანას, უხასიათო, ბოროტი,კაცთმოძულე!.. ისეთი აუტანელი რომ გამწარებულ ხალხს მისი სიკვდილი სწყუროდა , დღედაღამ სწყევლიდნენ, აგინებდნენ, რადგან ჯერ გადასახადები გააათმაგა და მერე პურის ფასს მისდგა.... ჰოდა...ცხოვრობდა იმ დროს ერთი მეპურე, კეთილი და უწყინარი, ძლივს ახერხებდა თავის გამოკვებას,გული უკვდებოდა რადგან იძულებული იყო ხალხისთვის ძვირად მიეყიდა პური... , ერთ ხანს კი ჩუმად გააიაფა, მაგრამმმმმ... მერე ხმა გავარდა ხალხში, ( რას დაიმალება კეთილი საქმე!!! ) და მიადგნენ,მიადგნენ მეფის ჯარისკაცები უბედურ მეპურეს, ნოშრევანი რომ ერქვა სახელად...მიადგნენ და მკაცრად გააფრთხილეს, აგაოხრებთო!.., დაგიკეტავთო საცხობსო!... შენ რა ფასების დაგდება დაგიწყიაოოო?.....რომ შეეკამათა, გარეთაც გამოათრიეს და მაგრად მოსცხეს, სახალხოდ, როზგები, დაუმორჩილებლობისთვის...ნოშრე ჩუმად იტანდა ტკივილს !.... ამ წუთებშიც კი ხალხზე ფიქრობდა...ხალხზე, რომელიც ჩუმად იცრემლებოდა მას რომ უყურებდა...მერე წელი აითრია , მეზობლების დახმარებით ნაგვემი უკანალი ძლივს დასდო საწოლზე და დაღლილს ჩაეძინა.თან ძილში კრუსუნებდა. ...ესიზმრა , თითქოს მისი სორო რაღაცა სასწაულის ძალით დიდ ,ლამაზ საცხობად ქცეულიყო...ზედა სართულზე პური ცხვებოდა და ავტომატურად,თავისით ჩამოდიოდა ქვემოთ, თუმცა კი ნოშრეს ეს რატომღაც სულ არ უკვირდა!(სიზმარში ხომ ყველაფერი ხდება!) თავად, გაღიმებული, ქვედა სართულზე იდგა და უზარმაზარ რიგს,რომელიც უმთავრესად გაძვალტყავებული , მშიერი ხალხისგან შედგებოდა, დიდ, სურნელოვან პურებს ურიგებდა...სრულიად უფასოდ.! ხალხი იღიმებოდა, ნოშრეც თავის ღიმილს აგებებდა და ხალხიც მატულობდა. უეცრად მიწა აზანზარდა...ოოოოოო..... საშინლად ნაცნობი ხმა იყო ეს!...რიგი შეჩოჩქოლდა, მაგრამ არ დარღვეულა,აშკარა იყო მეფის ცხენოსნები მოიჩქაროდნენ....მიწა დუღდა თითქოს, მათი ცხენების ფლოქვებქვეშ... თაროდან ჭურჭელი გადმოცვივდა....ნოშრემ მიხედვაც ვერ მოასწრო....ხმა სულ ახლოს გაისმა...ქუჩის კედლების ექო ხმას აძლირებდა... აი, მოსახვევსაც გამოსცდნენ....ახლა გამოჩნდებიან!... "ხომ გამაფრთხილეს!..რა მეშველება!..გაიფიქრა ნოშრემ, მაგრამ მის ხელებს მოძრაობა მაინც არ შეუწყვეტია,ჩვეულად ურიგებდა პურს დიდებს, პატარებს, მოხუცებს...ქალებს...და მოახლოებულ ცხენოსნების ხმა თითქოს არც ესმოდა .... ---აბა გაგვეცალეთ!!! იქით გაიწით!...--- შეჰყვირეს უცებ ჯარისკაცებმა საზარელი ხმით და ხალხი შეშინებული შემოეცალა საცხობს... ზოგი მათგანი, ვინც ვერ მოასწროდა და ვერ გაეცალა დროზე, უმოწყალოდ გადათელეს...გადაუარეს!... ღმუილი და კვნესა გაისმა მოედანზე ...მხოლოდ ნოშრე დარჩა მარტო, გაშეშებული ,მასთან ერთი ყრუ მოხუციც....მას აკანკალებულ ხელებში ახლახანს ჩაუდეს პური!..საბრალო უკვე ჭამდა და არაფერი ესმოდა , მოტრიალდა , ნელა მიდიოდა ალბათ სახლისაკენ....უმოწყალოდ მიაგდეს ზედ ცხენი და დასცხეს მათრახი...მოხუცი შეხტა, დავარდა ძირს, პური კი ხელიდან არ გაუშვია..გულში ჩაიკრა მაგრად...ქვას კეფა დაჰკრა და ...გაშეშდა...სახე კი წყნარი ჰქონდა და უშფოთველი, გაკვირვებული თვალები ზეცისთვის მიეშტერებინა.... ასე მოიცვალა...საბრალო. ნოშრე გაშეშებული იდგა, მიშტერებოდა ამ სცენას და გული უკვდებოდა......მერე საშინელმა სიძულვილმა აავსო მისი გული!....ხელები მომუჭა და ზემოთ აღმართა...ამ დროს ზეციდან (?) ხმა მოესმა.....მგრგვინავი ხმა. ----გმირი!..როდის გამოჩნდება გმირი და გაათავისუფლებს ხალხს???....გმირი!..გმირი გვინდა!...გმირიიიიი!...... ნოშრე შეხტა და გაეღვიძა, ზმანება ისეთი ცხადი იყო და რეალური რომ, ერთხანს სულ კანკალებდა , იქნებ სულაც არააო ეს სიზმარი! თუმცაღა ..რეალობა იყო...ეს!...რეალობა!... სიზმრად გამოცხადებული.......დიდხანს იჯდა თავჩაქინდრული.... თავი რომ ასწია,გათენებულიყო, ნოშრე მიხვდა, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა, რადგან საშინელი ძალა იგრძნო...ადგა, ჩამოიფერთხა კალთიდან ფქვილი,რამდენიმე "უშუ-"ს მოძრაობა გააკეთა,მერე აიღო ძველი,გადამალული, მამის დანატოვარი თოფი, აბგაში 5 პური ჩადო და გზას გაუდგა.... დიდხანს მიდიოდა ნოშრე, დიდხანს....გაიარა ტყეები, მინდვრები,მდინარეც კი გადაცურა...მერე სატახტო ქალაქის წინ მინდორზე, თხრილში ჩაწვა და გაიტრუნა. ელოდა, ელოდა საძულველი მეფის გამოჩენას , ის კი არ იცოდა რომ მეფე სანადიროდ ბრძანდებოდა და მხოლოდ 5 დღის მერე დაბრუნდებოდა... დაიღალა ნოშრე, შეღონდა...მერე ჩაეძინა , იმ 5 პურიდან,(რა ბიბლიური მომენტია?) მხოლოდ ერთიღა გადაურჩა, ისიც ქვასავით გამხმარი. დიდხანს ეძინა, მერე ნაცნობი ხმაური ესმა !..ცხენები! ნოშრე გამოფხიზლდა, თოფი გადატენა და ასწია...დაუმიზნა..მაგრამ ო უბედურებავ,ო წუთისოფლის უკუღმართობავ! თავს დატყდომილო! თოფი არ გავარდა! ალბათ თოფისწამალი დანესტინებულიყო?...დაიცა.... ნოშრემ კიდევ ერთხელ გადატენა ნერვიულად , მაგრამ ამაოდ! .........................................................................................................................................................................................................
ავტორი აქ ნერვიულობს....ცდილობს არ დაძაბოს , დააპაუზოს მაინც !...მაგრამ არაფერი შეუძლია, რადგან სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება!...წავიდა შეუქცევადი პროცესები!....მისი გმირები უკვე დამოუკიდებლები არიან...ავტორს ისღა დარჩენია ხელი ჩაიქნიოს და ლოთობა დაიწყოს....(თქვენ არ გირჩევთ )
...................................................................................................................................................................................................... მეფე და მისი ამალა მოახლოვდა...მტვერი ავარდა ცხენების ფლოქვებქვეშ..ნოშრემ უმაქნისი თოფი დააგდო და ქვას სტაცა ხელი....! .. კბილები დააღრჭიალა.....ახლა, ან არასდროს!.....მერე გადაიფიქრა, ქვას ხელი უშვა , კიდევ მოაფათურა ხელი., აბგიდან პური დააძრო, პური გამხმარი იყო,საშინლად გამხმარი და მაგარი! სანამ ნოშრე პურს ხელში წონიდა,იგივე ხმა ჩაესმა უცებ ..."ისროლე, ნოშრე! " .---"შენ ხარ ის გმირი!.. შენ!...--"ნოშრე გაშეშდა, პაუზა ერთხანს გაიწელა, მერე ასწია ხელი და მთელი სიძულვილი ამ მოძრაობაში ჩააქსოვა.... პური მოიქნია, დაუმიზნა მეფეს და ესროლა!.. მეფის მხლებლებმა გაკვირვებული, ყიყინისმაგვარი ხმა გამოსცეს, ჯერ კი ვერ მიხვდნენ, რა მოხდა...მეფე უცნაურად გადაიხარა ცხენზე და ძირს დაებერტყა...ისეთი ძალით რომ, მინდორში, სოროებში გატრუნულმა მაჩვებმაც გაიღვიძეს და შეშფოთდნენ....(ტაილანდში კი ალბათ ისევ მიწისძვრა მოხდა!).....საშინელი რამ დაინახეს მეფის მხლებლებმა ,როცა მიუახლოვდნენ!...მეფეს თავი აღარ ება...პირწმინდათ მოესხიპა რაღაცას...ერთხანს დაიბნენ, ჩამოქვეითდნენ და გარშემო უმისამართოდ დაიწყეს ისრების სროლა.....მაგრამ მოგეხსენებათ, რადგან მეფეს თავი აღარ ქონდა, ბრძანებას ვერავინ გასცემდა...ისრებიც გათავდა, ბნელდებოდა , ამიტომ ფრთხილად აიყვანეს (უთავო) მეფე და დაღონებულები დაბრუნდნენ უკან.(თავი არც უძებნიათ, ვინ მიაკერებდა?) -- " მთავარია მეც თავს გავუფრთხილდე!.."--გაიფიქრა ნოშრემ და უკან-უკან გაჩოჩდა,მერე მოტრიალდა და მოკურცხლა.....ამ სირბილში ხევს გადააწყდა, ვეღარ შეიკავა თავი და ძირს გადაეშვა...ერთი კი შეჰყვირა, საბოლოოდ.... "freedom !!!!" მეორე დღეს ყველას გული დასწყდა რომ ნოშრეს საცხობი კიდევ დაკეტილი იყო... მაგრამ დიდხანს არ უნერვიულიათ .... ნოშრეს გაუჩინარება არც ისეთი დიდი დანაკლისი იყო, იმ სიხარულის ფონზე, რადგან დილით დესპოტი მეფის სიკვდილი ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქის მთავარ მოედანზე....
სერგეი ნეველი 25.10.2012 22:20:03.,
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მსუბუქი იუმორით გაჯერებული? მსუბუქი იუმორით გაჯერებული?
8. საინტერესო რამ დაგიწერია... მსუბუქად ...:) მუხას კომენტარზე გამეცინა..:)) საინტერესო რამ დაგიწერია... მსუბუქად ...:) მუხას კომენტარზე გამეცინა..:))
7. რა სევდიანი იუმორიტულია! მეფე იქეთ იყოს და რა გამახსენდა სერგეი იცი. სანამ დეზირტირენის ბაზარი იყო, მეორე სართულზე ჩხუბს შევასწარი, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო ისე მჭირდა მე, თუ სადმე თვალს მოვკრავდი იქ გავრბოდი ხოდა გავიქეცი, რა ხდება აქ? რა და ერთი ბიჭი, რომელიც ხორცს ყიდდა, ფასი დაუწევია და სხვები ეჩხუბებოდნენ რად დაუწიეო, ეს გამყიდველი ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა -რა გინდათ, ჩემი ხორცია , ჩემია, ჩემი ხორცია, ფასდაკლებით ვყიდი, სოფელში მეჩქარებაო ესენი გადამყიდველები არიან არ ეჩქარებათ და მეჩხუბებიანო, მე ამ ბიჭის მხარე დავიჭირე ხალხიც ავიყოლიე, ბიჭი მაინც გაიძახოდა ხორცი ჩემია , ჩემი ხორციააა, ერთმა უთხრა შენი ხორცი კი არა შენი საქონლის ხორციაო.
რა სევდიანი იუმორიტულია! მეფე იქეთ იყოს და რა გამახსენდა სერგეი იცი. სანამ დეზირტირენის ბაზარი იყო, მეორე სართულზე ჩხუბს შევასწარი, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო ისე მჭირდა მე, თუ სადმე თვალს მოვკრავდი იქ გავრბოდი ხოდა გავიქეცი, რა ხდება აქ? რა და ერთი ბიჭი, რომელიც ხორცს ყიდდა, ფასი დაუწევია და სხვები ეჩხუბებოდნენ რად დაუწიეო, ეს გამყიდველი ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა -რა გინდათ, ჩემი ხორცია , ჩემია, ჩემი ხორცია, ფასდაკლებით ვყიდი, სოფელში მეჩქარებაო ესენი გადამყიდველები არიან არ ეჩქარებათ და მეჩხუბებიანო, მე ამ ბიჭის მხარე დავიჭირე ხალხიც ავიყოლიე, ბიჭი მაინც გაიძახოდა ხორცი ჩემია , ჩემი ხორციააა, ერთმა უთხრა შენი ხორცი კი არა შენი საქონლის ხორციაო.
6. მომწონს თხრობის ასეთი მსუბუქი სტილი, მაგრამ იუმორისტულად ვერ აღვიქვი, გარდა იმ ნაწილისა, სადაც ავტორი ლოთობის დაწყებას არ გვირჩევს. მომწონს თხრობის ასეთი მსუბუქი სტილი, მაგრამ იუმორისტულად ვერ აღვიქვი, გარდა იმ ნაწილისა, სადაც ავტორი ლოთობის დაწყებას არ გვირჩევს.
5. წავიკითხე შენი გამონათქვამები და რაღათქმა უნდა მიმეწონა. არ ვიცოდი შენც თუ გქონდა. :))) ნამდვილად ნიჭიერი ხარ. ეს ნაწერიც წავიკითხე და გეტყვი რომ კარგია, - ყოჩაღ! წავიკითხე შენი გამონათქვამები და რაღათქმა უნდა მიმეწონა. არ ვიცოდი შენც თუ გქონდა. :))) ნამდვილად ნიჭიერი ხარ. ეს ნაწერიც წავიკითხე და გეტყვი რომ კარგია, - ყოჩაღ!
4. "მეფე და მისი ამალა მოახლოვდა...მტვერი ავარდა ცხენების ფლოქვებქვეშ..ნოშრემ უმაქნისი თოფი დააგდო და ქვას სტაცა ხელი....! .. კბილები დააღრჭიალა.....ახლა, ან არასდროს!.....მერე გადაიფიქრა, ქვას ხელი უშვა, კიდევ მოაფათურა ხელი, აბგიდან პური დააძრო, პური გამხმარი იყო, საშინლად გამხმარი და მაგარი! სანამ ნოშრე პურს ხელში წონიდა, იგივე ხმა ჩაესმა უცებ ..."ისროლე, ნოშრე! " .-"შენ ხარ ის გმირი!.. შენ!...--"ნოშრე გაშეშდა, პაუზა ერთხანს გაიწელა, მერე ასწია ხელი და მთელი სიძულვილი ამ მოძრაობაში ჩააქსოვა.... პური მოიქნია, დაუმიზნა მეფეს და ესროლა!.. მეფის მხლებლებმა გაკვირვებული, ყიყინისმაგვარი ხმა გამოსცეს, ჯერ კი ვერ მიხვდნენ, რა მოხდა...მეფე უცნაურად გადაიხარა ცხენზე და ძირს დაებერტყა... ისეთი ძალით რომ, მინდორში, სოროებში გატრუნულმა მაჩვებმაც გაიღვიძეს და შეშფოთდნენ....(ტაილანდში კი ალბათ ისევ მიწისძვრა მოხდა!).....საშინელი რამ დაინახეს მეფის მხლებლებმა ,როცა მიუახლოვდნენ!...მეფეს თავი აღარ ება...პირწმინდათ მოესხიპა რაღაცას...ერთხანს დაიბნენ, ჩამოქვეითდნენ და გარშემო უმისამართოდ დაიწყეს ისრების სროლა...მაგრამ მოგეხსენებათ, რადგან მეფეს თავი აღარ ქონდა, ბრძანებას ვერავინ გასცემდა...ისრებიც გათავდა, ბნელდებოდა, ამიტომ ფრთხილად აიყვანეს (უთავო) მეფე და დაღონებულები დაბრუნდნენ უკან. (თავი არც უძებნიათ, ვინ მიაკერებდა?) - " მთავარია მეც თავს გავუფრთხილდე!.."--გაიფიქრა ნოშრემ და უკან-უკან გაჩოჩდა, მერე მოტრიალდა და მოკურცხლა.....ამ სირბილში ხევს გადააწყდა, ვეღარ შეიკავა თავი და ძირს გადაეშვა...ერთი კი შეჰყვირა, საბოლოოდ.... "freedom !!!!"
მეორე დღეს ყველას გული დასწყდა რომ ნოშრეს საცხობი კიდევ დაკეტილი იყო... მაგრამ დიდხანს არ უნერვიულიათ .... ნოშრეს გაუჩინარება არც ისეთი დიდი დანაკლისი იყო, იმ სიხარულის ფონზე, რადგან დილით დესპოტი მეფის სიკვდილი ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქის მთავარ მოედანზე... " + + +
ნამდვილი გადარეული გენიოსი ხარ სერგეი ნევსკი. =)
მაგრად მომწონს, ჰაი სანდა საღოლ !!! ხუთჯერხუთი გაშლილი თითი, - ხელისგულებთან ერთად.
გამახსენდა: "მთავლიტის"შეფი ბერლიოზი უთავოდ რომ მიასვენებდნენ :))))))))) ვინ მიაკერებდა ??????? აი ეგრე მარხავენ ლიტერატორებს მააშ !!!
პიცა, პიცა პიიიიიიიიიცააააააააააააა! :)
"მეფე და მისი ამალა მოახლოვდა...მტვერი ავარდა ცხენების ფლოქვებქვეშ..ნოშრემ უმაქნისი თოფი დააგდო და ქვას სტაცა ხელი....! .. კბილები დააღრჭიალა.....ახლა, ან არასდროს!.....მერე გადაიფიქრა, ქვას ხელი უშვა, კიდევ მოაფათურა ხელი, აბგიდან პური დააძრო, პური გამხმარი იყო, საშინლად გამხმარი და მაგარი! სანამ ნოშრე პურს ხელში წონიდა, იგივე ხმა ჩაესმა უცებ ..."ისროლე, ნოშრე! " .-"შენ ხარ ის გმირი!.. შენ!...--"ნოშრე გაშეშდა, პაუზა ერთხანს გაიწელა, მერე ასწია ხელი და მთელი სიძულვილი ამ მოძრაობაში ჩააქსოვა.... პური მოიქნია, დაუმიზნა მეფეს და ესროლა!.. მეფის მხლებლებმა გაკვირვებული, ყიყინისმაგვარი ხმა გამოსცეს, ჯერ კი ვერ მიხვდნენ, რა მოხდა...მეფე უცნაურად გადაიხარა ცხენზე და ძირს დაებერტყა... ისეთი ძალით რომ, მინდორში, სოროებში გატრუნულმა მაჩვებმაც გაიღვიძეს და შეშფოთდნენ....(ტაილანდში კი ალბათ ისევ მიწისძვრა მოხდა!).....საშინელი რამ დაინახეს მეფის მხლებლებმა ,როცა მიუახლოვდნენ!...მეფეს თავი აღარ ება...პირწმინდათ მოესხიპა რაღაცას...ერთხანს დაიბნენ, ჩამოქვეითდნენ და გარშემო უმისამართოდ დაიწყეს ისრების სროლა...მაგრამ მოგეხსენებათ, რადგან მეფეს თავი აღარ ქონდა, ბრძანებას ვერავინ გასცემდა...ისრებიც გათავდა, ბნელდებოდა, ამიტომ ფრთხილად აიყვანეს (უთავო) მეფე და დაღონებულები დაბრუნდნენ უკან. (თავი არც უძებნიათ, ვინ მიაკერებდა?) - " მთავარია მეც თავს გავუფრთხილდე!.."--გაიფიქრა ნოშრემ და უკან-უკან გაჩოჩდა, მერე მოტრიალდა და მოკურცხლა.....ამ სირბილში ხევს გადააწყდა, ვეღარ შეიკავა თავი და ძირს გადაეშვა...ერთი კი შეჰყვირა, საბოლოოდ.... "freedom !!!!"
მეორე დღეს ყველას გული დასწყდა რომ ნოშრეს საცხობი კიდევ დაკეტილი იყო... მაგრამ დიდხანს არ უნერვიულიათ .... ნოშრეს გაუჩინარება არც ისეთი დიდი დანაკლისი იყო, იმ სიხარულის ფონზე, რადგან დილით დესპოტი მეფის სიკვდილი ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქის მთავარ მოედანზე... " + + +
ნამდვილი გადარეული გენიოსი ხარ სერგეი ნევსკი. =)
მაგრად მომწონს, ჰაი სანდა საღოლ !!! ხუთჯერხუთი გაშლილი თითი, - ხელისგულებთან ერთად.
გამახსენდა: "მთავლიტის"შეფი ბერლიოზი უთავოდ რომ მიასვენებდნენ :))))))))) ვინ მიაკერებდა ??????? აი ეგრე მარხავენ ლიტერატორებს მააშ !!!
პიცა, პიცა პიიიიიიიიიცააააააააააააა! :)
3. ავტორი აქ ნერვიულობს....ცდილობს არ დაძაბოს , დააპაუზოს მაინც !...მაგრამ არაფერი შეუძლია, რადგან სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება!...წავიდა შეუქცევადი პროცესები!....მისი გმირები უკვე დამოუკიდებლები არიან...ავტორს ისღა დარჩენია ხელი ჩაიქნიოს და ლოთობა დაიწყოს....(თქვენ არ გირჩევთ ) :)))))))))))))))))))
რა გეშველებაააააა :))))))))))
+5 ავტორი აქ ნერვიულობს....ცდილობს არ დაძაბოს , დააპაუზოს მაინც !...მაგრამ არაფერი შეუძლია, რადგან სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება!...წავიდა შეუქცევადი პროცესები!....მისი გმირები უკვე დამოუკიდებლები არიან...ავტორს ისღა დარჩენია ხელი ჩაიქნიოს და ლოთობა დაიწყოს....(თქვენ არ გირჩევთ ) :)))))))))))))))))))
რა გეშველებაააააა :))))))))))
+5
2. რას დაიმალება კეთილი საქმე! თან, დასჯადია!:) მაინც ღირს... რას დაიმალება კეთილი საქმე! თან, დასჯადია!:) მაინც ღირს...
1. :))))) ცოტა ტრაგიკული....... :))))) ცოტა ტრაგიკული.......
|
|
მონაცემები არ არის |
|
|