ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2012


* * *

***
სითბო და სინათლე_
სიყვარულის
ძირძველი ნათლიები.

***
სიკვდილმა სავალი გაუწმინდა
და მწვერვალზე ავიდა სიცოცხლე
უკვდავების ყვავილის ასანთებად.

***
ცის სიჩუმით იგრძნობ
როგორ მენატრები…

ვ ა ჟ ა_ფ შ ა ვ ე ლ ა
-----------------
მოცელა სიმწვანე იონჯებიანი
სათიბის მეორე ნაპირიდან
თვალცრემლიანმა ლანდმა გამოხედა
და იცნო:მინდია…

***
ჩამოვარდნილი ბუდის ადგილზე
ჰაერი გაბზარული…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები