ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2012


ჯონათანს (ტატოს)

შენი ცრემლებით მოგვრილი ელდა
ალბათ მაშინვე სხვებმა იშვილეს.
და შენი მწვანე თვალების სევდა
ჰგავდა ბალახის წმინდა სიმშვიდეს.

და საუკუნო დაღი დატოვა
და საუკუნო დატოვა ფიქრი-
მძინარე მკერდის მუშტით დატორვა
და მაგ ტუჩების მოლურჯო ფითრი

ჩემში დაწვა და მამსხვრევს შიგნიდან
როგორც კალოში ოქროსფერ თავთავს
ასე შემოდის დილა შინდისფრად
მე ვრჩები შორი საკუთარ თავთან




შენი ცრემლებით მოგვრილი ელდა
ალბათ ღმერთებმა წამსვე იშვილეს.
თუმც შენი მწვანე თვალების სევდა
ჰგავდა ბალახის წმინდა სიმშვიდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს