| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 4 ნოემბერი, 2012 |
რა გასაკვირია,მე თუ მომეწონა,როცა ყველას მოეწონება,ვინც კი გაიცნობს.....ჩვენი მენტალიტეტისგან სრულიად განსხვავებული....რელიგიითაც.. კულტურითაც...მაგრამ დახვეწილი და რაც მთავარია,საინტერესო....წარმოსადეგი და ლამაზი.... სად ცხოვრობს? უნდა გაგაკვირვო და ლაჰორეში,პაკისტანისა და ინდოეთის საზღვარზე.გაგიკვირდა? ხომ გითხარი,პირველად მეც გამიკვირდა....
არც ეს ქალაქი,არც მისი ეროვნება (სვატი) ცხოვრებაში განაგონი არ მქონდა და არც მექნებოდა, იმთიაზი რომ არ გამეცნო. დაიცა გავიხსენო....აგვისტოში უკვე ვიცნობდი...ესე იგი, თუ კარგად გადავიანგარიშებ, ორი ან სამი თვეა, რაც ვიცნობ. დალოცვა იცის ისეთი,ნებისმიერს რომ შეშურდება.....ღმერთმა მოგცეთ ძალა და ბედნიერება და შვილების ჯანმრთელობა...ასე იცის....ღმერთმა? თუ იცი რომელმა ღმერთმა? ალაჰმაა....ხო. ხო .ზუსტად მასეა.ის მუსულმანია და მისი ოჯახის წევრი ქალები ჩადრებით დადიან. . მე ხო მიკვირს მისგან მონათხრობი ყველაფერი,მაგრამ მას რომ უკვირს,იმასთან ჩემი გაკვირვება რა მოსატანია.......ქალი, იცის გათხოვილი.მამაკაცს,ანუ მას, ასე თავისუფლად ველაპარაკები...ვწერ,ვურეკავ,ყველაფერზე ვსაუბრობთ. უკვირს და აღარ იცის რაქნას.....უხერხულობისგან ისეა დაძაბული.ყოველდღე მეკითხება....ქმარი როგორ ბრძანდება...შვილები როგორ არიან....ხომ სწავლობენ ....ვინ უხდით ან ვის აფინანსებთ ......
რა ენაზე ვეკონტაქტები?გაგიკვირდა? ჩემი დამტვრეული და ფეხმოტეხილი ინგლისურით....დიახ...მე ვამტვრევ და ის კი უნაკლოდ ფლობს ინგლისურს...
რაღაც ორი სამი სიტყვით ქალის უფლებებზე რომ ვკითხე,შევატყე, გაწიწმატდა.მომიტანა ქალის უფლებების კონვენცია და წამაკითხა.დაიცა ერთი. ქალს პაკისტანში უფლებები არ აქვსო და სახლში არიან და ოჯახს უვლიანო.... უუფლებო მე ვარ...მთელი სახლის საქმე და ფინანსები ჩემი გადასაწყვეტია, შენ მაინც ხომ იცი და თავი მოგვაქვს,უფლებები გვაქვსთქო....მამაკაცები სრულიად უზრუნველოფენ ოჯახის რჩენასო და მეტი რაღა უნდათ....რომ დავფიქრდი,მივხვდი ეს ქალთა ემანსიპაცია, ჩვენი ზარმაცი ქმრების მოგონილია..... კონვენციაზე ვამბობდი,ხო წეღან...ამდენი ინლისური არ ვიცი და ვერ წავიკითხავ მეთქი და არ იცი რა ქნა? Google Translates გამოყენებით გადამითარგმნა და ისე მომცა....გაკვირვებული დავრჩი მისი ნებისყოფით და სურვილით,რომ მართლა წამეკითხა. არა ,არა...ტყუილად ვიწუნებდი მაგათ წესებს...ქალები კიდევაც მოგზაურობენო...ხოდა მეც ჩემი თავი გამახსენდა.მე ხომ ,რას ამბობ, ერთდათავად სამოგზაურო ჩანთა მაქვს ჩალაგებული და მოგზაურობის მეტს არაფერს ვაკეთებ........ მხოლოდ ორჯერ ვიყავი ვიყავი თურქეთში და ისიც საყიდლებზე დავდიოდი და საბნებსა და თეთრეულს ვყიდულობდი...ახლა ნახე.... ქალები და კაცები ერთ სახლში არ ცხოვრობენო..მაგალითად დედაჩემს და მამაჩემს სხვადასხვა სახლებში ძინავთო...ისე ეს სხვადასხვა სახლები მეც მომეწონებოდა , ქონებაა ბოლოს და ბოლოს ,ოღონდ ვერაფრით ვათქმევინე, ბავშვები მანდ ისევ წეროებს მოყავთ თუ ჩვენებურად,თვითონ წვალობენ ....... მეტი რაღა გითხრა....კარგი ადამიანია,ძალიან შევეჩვიე ,საღამოს ცოტა რომ არ „წავიჭორაოთ“ ისე აღარ მიღირს დაძინება.ხოდა ,ჩემი შვილი ამბობს,იმდენს უქებ მაგას საქართველოს,ერთხელაც ამ ჩვენ სახლის წინ რომ აღმართია,იმას მოადგება საგორავბორბლებიანი ჩანთითო.... მოადგება და მოადგეს რა....ვისთვისაც მიმასპინძლია ,ყველამ იცის ,სტუმარს რომ არ გავურბივარ და რაღა მაგას დავემალები ???? უბრალოდ ზღვაზე ნანახით მაგის გაკვირვება ვეღარ წარმომიდგენია.....ამდენი შიშველი და გადარეული იმთიაზსაც გადარევს და ჩემზეც არ აუცრუვდეს გული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "ქალს პაკისტანში უფლებები არ აქვსო და სახლში არიან და ოჯახს უვლიანო.... უუფლებო მე ვარ... მთელი სახლის საქმე და ფინანსები ჩემი გადასაწყვეტია, შენ მაინც ხომ იცი და თავი მოგვაქვს,უფლებები გვაქვსთქო....მამაკაცები სრულიად უზრუნველოფენ ოჯახის რჩენასო და მეტი რაღა უნდათ....რომ დავფიქრდი,მივხვდი ეს ქალთა ემანსიპაცია, ჩვენი ზარმაცი ქმრების მოგონილია..." + + + მეც ასე ვფიქრობ. "ქალს პაკისტანში უფლებები არ აქვსო და სახლში არიან და ოჯახს უვლიანო.... უუფლებო მე ვარ... მთელი სახლის საქმე და ფინანსები ჩემი გადასაწყვეტია, შენ მაინც ხომ იცი და თავი მოგვაქვს,უფლებები გვაქვსთქო....მამაკაცები სრულიად უზრუნველოფენ ოჯახის რჩენასო და მეტი რაღა უნდათ....რომ დავფიქრდი,მივხვდი ეს ქალთა ემანსიპაცია, ჩვენი ზარმაცი ქმრების მოგონილია..." + + + მეც ასე ვფიქრობ.
7. დანარჩენი მკითხველისთვის მიმინდია....ისე წერაში ზარმაცი ვარ.ერთი ამოსუნთქვა და მინდა რომ დამთავრდეს. დანარჩენი მკითხველისთვის მიმინდია....ისე წერაში ზარმაცი ვარ.ერთი ამოსუნთქვა და მინდა რომ დამთავრდეს.
6. არ ვიცი, მე მეჩვენება მხოლოდ თუ ასეა რეალურად, მაგრამ შენი ნაწერები დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას მიტოვებენ. საინტერესო პერსონაჟია ეს იმთიაზი, საინტერესო კულტურის წარმომადგენელი, დაინტრიგდა მკითხველი, მეტი აინტერესებს და ბრახ!-მოთხრობა დამტავრებულია :) ასე არ გამოვა, რეალურ ისტორიებს ცოტა მიამატე კიდეც და რაღაც ფინალამდე მიგვიყვანე :) არ ვიცი, მე მეჩვენება მხოლოდ თუ ასეა რეალურად, მაგრამ შენი ნაწერები დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას მიტოვებენ. საინტერესო პერსონაჟია ეს იმთიაზი, საინტერესო კულტურის წარმომადგენელი, დაინტრიგდა მკითხველი, მეტი აინტერესებს და ბრახ!-მოთხრობა დამტავრებულია :) ასე არ გამოვა, რეალურ ისტორიებს ცოტა მიამატე კიდეც და რაღაც ფინალამდე მიგვიყვანე :)
5. ავატარზე ის პატარა ისე მომეწონა ამ ნაწერზე ვეღარაფერს ვერ ვამბობ ,თუმცა კარგია, მესმის შენი! ავატარზე ის პატარა ისე მომეწონა ამ ნაწერზე ვეღარაფერს ვერ ვამბობ ,თუმცა კარგია, მესმის შენი!
3. რაღაც კუთხით ვეთანხმები პაკისტანელ იმთიაზს,ანუ ისეთი თავაშვებული ცხოვრება, როგორც ევროპაშია და დღეს საქართველოში შემოდის,ჩემთვის მიუღებელია..ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი... მე არც ევროპული ცხოვრება მომწონს და არც აღმოსავლური... ჩემი აზრით,ქართველებმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ადათ-წესები,სადაც არავის უფლება არ იყო დარღვეული ან უკიდურეს შემთხვევაში მოვნახოთ,როგორც რუსები იტყვიან, "ზალატაია სერეძინა" აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
რაც შეეხება აზგოს შენიშვნას,მართლაც უმჯობესია მრავალწერტილები ზოგ ადგილას მძიმეებით ან წერტილებით შეცვალოს ავტორმა,რადგან ამდენი პაუზა კითხვის დროს დისკომფორტს ქმნის რაღაც კუთხით ვეთანხმები პაკისტანელ იმთიაზს,ანუ ისეთი თავაშვებული ცხოვრება, როგორც ევროპაშია და დღეს საქართველოში შემოდის,ჩემთვის მიუღებელია..ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი... მე არც ევროპული ცხოვრება მომწონს და არც აღმოსავლური... ჩემი აზრით,ქართველებმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ადათ-წესები,სადაც არავის უფლება არ იყო დარღვეული ან უკიდურეს შემთხვევაში მოვნახოთ,როგორც რუსები იტყვიან, "ზალატაია სერეძინა" აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
რაც შეეხება აზგოს შენიშვნას,მართლაც უმჯობესია მრავალწერტილები ზოგ ადგილას მძიმეებით ან წერტილებით შეცვალოს ავტორმა,რადგან ამდენი პაუზა კითხვის დროს დისკომფორტს ქმნის
2. რას ნიშნავს მორზეს ანბანით?ვერ კითხულობთ? მართლა დამაინტერესა.თუ მრავალწერტილების შეგეშინდათ? რას ნიშნავს მორზეს ანბანით?ვერ კითხულობთ? მართლა დამაინტერესა.თუ მრავალწერტილების შეგეშინდათ?
1. ტექსტის ნახევარი (იმედია მეტი არა) მორზეს ანბანითაა დაწერილი, ამიტომ ვერაფერს ...---.....! ტექსტის ნახევარი (იმედია მეტი არა) მორზეს ანბანითაა დაწერილი, ამიტომ ვერაფერს ...---.....!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|