 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 4 ნოემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
....ერთხელ, თუმცა კი დროს მოდით ნუ დავაზუსტებთ,შეიძლება დიდი ხნის წინ , ანდა გუშინ, რა მნიშვნელობა აქვს ამას?...მთავარია არსი. ადამიანი ნადირობიდან შინ ბრუნდებოდა, დაღლილი მიაბიჯებდა,გაიარა ტყე, მერე მდინარეს დაუყვა, ბოლოს ხევის პირას მიაბიჯებდა ჩაფიქრებული რომ უეცრად კვნესა შემოესმა. ადამიანმა მიაყურადა....დიახ, კვნესა ნამდვილად ხევიდან ისმოდა. --ჰეი!...ვინ ხარ!..--შეყვირა ადამიანმა და თოფი გადატენა. ---ეიიიი....ადამიანოოო!...--შემოესმა ქვევიდან ხმა,---მიშველეეეეეე!... ----რომელი ხარ?..ვინ ხარ?... ----მე დრაკონი ვარ, უბედური არსება,ფეხი დამიცდა ამ ხევის პირას როცა მსუბუქად შემთვრალი საქველმოქმედო საღამოდან ვბრუნდებოდი....ჩავვარდი ამ საშინელ ხევში და........ ამომიყვანე!...ყველა სურვილს შეგისრულებ, ადამიანოოოო..... ---ჰმ...---ჩაფიქრდა ადამიანი----და რომ შემჭამო?... --არა..რას ამბობ!...---აკვნესდა დრაკონი----....მე ხომ ბოროტი არ ვარ, მიყვარს ბავშვები, ყვავილები , მუსიკა....მე სულ სხვა დრაკონი ვარ!..უბრალოდ ასე მქვია თორემ...აბა დაფიქრდი, კედლებზე რომ მიაწერენ ხოლმე უზრდელი ბიჭები "ყლე"-ს, განა კედელი ყლეა?....... მეც დრაკონი დამარქვეს თორემ.......მიშველე და ყველა სურვილს შეგისრულებ ---ყველაფერს?...---ჩაეკითხა ადამიანი----მართლა, მართლა ყველაფერს?... --ყველაფერს, აბა რააა..-----.დათანხმდა დრაკონი----პატიოსან დრაკონულ სიტყვას გაძლევ!.... ---არ მჯერა!...---ჩაილაპარაკა ადამიანმა და წასვლა დააპირა -არ დამტოვო ადამიანო...--ატირდა დრაკონი----მე კარგი ვარ, კარგი! სიბნელისაც მეშინია.....რომ დაღამდება, ხომ გული გამეპარა შიშით?.მიშველე! ----დაიცა...როგორ თქვი?...ყველა სურვილიოო?... ---ჰო!...ჰო!...ყველა! ...ყველა!...ყველაფერს შეგისრულებ! ამომიყვანე ოღონდ! ---კარგი..---მოულბა გული ადამიანს და ტყისკენ გაემართა, მერე დიდხანს ჭრიდა ხეს, ძლივს მოათრია და ხევში ჩაგდება დაუწყო.. -----ეიიი!...დრაკონო!..აბა გამაგრდი!... ფრთხილად ახლა!---ჩაყვირა და გადააყუდა ხე.
..........................................................................................................................................................................................................
დრაკონი კმაყოფილი კრუტუნით მოეჭიდა ხეს და ამობობღდა,თან ჩუმად იგინებოდა. რომ ამოვიდა მთლიანად და გაიმართა წელში,ადამიანს შიშის ზარი დაეცა!....დრაკონი მინიმუმ სამსართულიანი სახლის სიმაღლისა იყო,ფრთები, ბრჭყალები, კუდი...ყველაფერი ადგილზე ქონდა, ოღონდ ეგ იყო, იღიმებოდა და ფისუნიასავით გაწვა ძირს. ადამიანი დაწყნარდა და მიუახლოვდა. ---გმადლობ ადამიანოოოო---ამოთქვა დრაკონმა ბოლოს--დიდი მადლობა!... ----ჰმმმმ..არაფერს, ისე გაგიმართლა რომ ადამიანი ვარ... ---რაოოო?...--ვერ მიუხვდა დრაკონი იუმორს---განა არაა ყველა ადამიანი ადამიანი?... -----რა თქმა უნდა არა...თუმცა ეს დიდი თემაა და შენ ამას ვერ გაიგებ---უპასუხა ადამიანმა ----ჰო, --დაეთანხმა დრაკონი---მე ადამიანური რაღაცეებისა არა გამეგება რა,მოდი ჯობია სურვილები აგისრულო. დრაკონმა სადღაციდან კალამი და რვეული დააძრო,მერე ფურცვლას და დანომვრას მოჰყვა. --აბა!---ასწია ბოლოს თავი---პირველი სურვილი.... ---პირველი?---დაიბნა ადამიანი--და რამდენი შეიძლება?... ---ბევრი, ბევრი, ნუ გეშინია, ---დაამშვიდა დრაკონმა---100 ფურცელი დავნომრე, ყოველ შემთხვევისთვის.გამოცდილება და რამე.... ----კარგიიიი----ჩაიღიმა ადამიანმა, ჩამოჯდა,სიგარეტი გააბოლა და დაიწყო....
.......................................................................................................................................................................................................... P.S. ბევრი, ბევრი სურვილი ჩააწერინა ადამიანმა დრაკონს...ისეთი რამეები რომ ხანდახან მინდებოდა სულ კლავიატურა მერტყა მისთვის ტუტუც თავში მაგრამ.....მაგრამ მე დავიფიცე, არასდროს ჩავერიო ჩემი გმირების პირად ცხოვრებაში, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია!....
......................................................................................................................................................................................................... ...ჰო და.....მოსაღამოვდა,ხევის პირას იჯდნენ ადამიანი და დრაკონი, ადამიანი ხტუნავდა, ხელებს იქნევდა ,ხან ჩაჯდებოდა, ხან ისევ წამოხტებოდა,იცინოდა,და ნატრობდა და ნატრობდა ასე...დრაკონი კი იწერდა და იწერდა, ხანდახან ახედავდა, ჩაიცინებდა და ისევ იწერდა და იწერდა.... ......................................................................................................................................................................................................... ..------რაოოოო?....გააგრძელა გაკვირვებულმა დრაკონმა და კუდი შეათამაშა, ლეპტოპი?...ეგ ხომ ჩავწერე უკვე? ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკის სურვილები 58-ე გვერდზეა, კაი რააა.... ----პორშე!...ჰო, მაშინ პორშე იყოს!..სპორტული მანქანაა და თან მოსახვევში შედის ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერი სიჩქარით.....აუუუუუფ....შენ რას ფიქრობ?...მირჩევ?.. ---მეე?...--გაიკვირვა დრაკონმა----მაპატიე და..მე მანქანებში ვერ ვერკვევი. ---კარგი---აატრიალა თვალები ადამიანმა და დუჟმომდგარი პირი მოიწმინდა--მაშ ასე, იყოს პორშე,ვერცხლისფერი. ----კიდევ?..--ეშმაკურად ჩაეკითხა დრაკონი---მორჩააა?... ადამიანი ერთხანს გაშეშდა, ჩუმად იდგა,სახეზე ეტყობოდა შორს ქროდა სადღაც მისი გონება,რაღაცას იხსენებდა თითქოს. ----კიდევ, კიდევ გინდა რამე?...--მოწკურა თვალები დრაკონმა. ---ჰოოოო---გამოფხიზლდა ადამიანი----ორი..არა!...ხუთ ოთახიანი ბინა ვაკეში, მრგვალ ბაღთან!..მზეთუნახავი ცოლი და....ორიიი?...არა!....სამი საყვარელი!.. ------ჰმ..--ჩაფიქრდა დრაკონი და თავი მოიფხანა,---კი მაგრამ, თუ მზეთუნახავი ცოლი გეყოლება, საყვარლები რაღად გინდა????...აი მე, მაგალიათად... ---აბა ეხლა!..ეგეთები არ იყოს!...---შეაწყვეტინა უხეშად ადამიანმა----შენ არ იყავი, რომ მითხარი, მანქანებში ვერ ვერკვევიო?...ხო და ქალებშიც ვერ ერკვევი ვატყობ! ----იცი რაა..ჰო, მაგრამ.... ---აბა ხმა ჩაიწყვიტე!...---გააგრძელა ადამიანმა---შენ ხომ შემპირდი, ყველაფერს შეგისრულებო? ---მართლაც...---დაღონდა დრაკონი და თავი ჩაღუნა, --მართლაც შეგპირდი..შეგპირდი რა იყო და..ხელშეკრულებაც დავწერეთ. აბა კიდევ რა გნებავს?....----და თვალები რატომღაც ეშმაკურად აუციმციმდა. ----ფული!...--ჩაისუნთქა ადამიანმა, ცისკენ ასწია სახე და ისე დაიყვირა, მთებმა ბანი მისცეს!.. ----ბევრი!....ბევრი!... ---უფ...--ყურებზე ხელი აიფარა დრაკონმა და დაიღრიჯა---მაინც რამდენი?...იქნებ დავაზუსტოთ?...ასე არ შეიძლება, სამომხმარებლო შეთანხმების მეორე (2) პუნქტი...წესები დაიცავით, ადამიანო!..თანხაააა!...კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი.... ---კარგი..10 მილიონი იყოს...არა, 20....იქნებ 50?....50 შეიძლება?... ---შეიძლება----რატომღაც გულგრილად და უემოციოდ ჩაილაპარაკა დრაკონმა---50..ხომ?...ვიწერ... ----რა კარგია---თქვა ადამიანმა და მერე დრაკონს აღარც უსმენდა, თავისთვის გააგრძელა----რა მაგარიააააა.....მთელი ორმოცდაათი მილიონი.....დამარცვლა და ნეტარი ღიმილი გამოესახა სახეზე, ახლა უეჭველი იყო, ნეტარი ხილვები ეწვია! მერე უცებ გამოფხიზლდა .... -----ჩეკს გამომიწერ თუ ნაღდი?... --დრაკონმა თვალები გადმოკარკლა მოულოდნელობისგან...მერე თავს მოერია და წყნარად თქვა: ----ჩეკი რა საკადრისია!....მხოლოდ ნაღდი!... ---აიიიი..რა კარგიაააა....----ისევ გაშტერდა და ხილვებში ჩაიძირა ადამიანი. დრაკონმა ერთხანს უყურა, უყურა.....მერე მძიმე თათი ასწია და ერთი მაგრად შეანჯღრია ჩაფიქრებული ადამიანი, მერე ყურში ჩაყვირა: ----კიდევ ?...გავაგრძელო?...თუ მორჩა სურვილები?...დავიღალე....თან 2 ფურცელი დარჩა ცარიელი.... ----აუუუუ--აღმუვლდა ადამიანი----კიდევ რაღაც რომ მინდა?...რაღაც...თუმცა ვერ ვხვდები რა, დაიცა.....
.........................................................................................................................................................................................................
..ასე დუმილში გავიდა საათი და ორმოცდაორი წუთი, ადამიანი იჯდა, პირს აწკლაპუნებდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მერე ისევ კეტავდა პირს და ფიქრობდა...ფიქრობდა.... დრაკონი დაიღალა, მოთმინება ელეოდა, უზარმაზარ კუდს კატასავით ნერვიულად პარჭყავდა და ათამაშებდა, მერე ასწია და ისეთი ძალით დასცხო მიწას რომ ხეები ამოიძირკვა!...გარშემო კი მთები დიდხანს იმეორებდნენ ექოს.....უუუუუუუუუუუუუუუუუუ....................... --ადამიანი შეშფოთდა, წამოხტა ფეხზე. --კიდევ რა გინდა მეთქი?...--ცუდად დაფარული სიმშვიდით წარმოთქვა დრაკონმა----მოვრჩით??????? ადამიანს შესაბრალისი ღიმილი გამოეხატა სახეზე..... ---აი..იცი რაა...აი რა მინდოდა...რა და....ისა....ჰო.....დაიცა..... კიდევ რაღაც მინდა და ვერ ვხვდები რა...რა სასაცილოა ხო?... ---ხო----კბილებში გამოსცრა დრაკონმა. --მართლა ვერ ვხვდები...ისააააა.. ---მე ვიცი---ჩაიცინა დრაკონმა და ღოჯები გამოაჩინა. --შეენ?...--შეეშინდა ადამიანს----რააა?... ---რა და...შენ იცი დრაკონული ანდაზა?....არაა?....არც დრაკონული ეპოსი?...შენ ზღაპრები გეცოდინება მხოლოდ , იცი ანდაზა?,,"არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი----და აღარაა პრობლემა!" --აბა?...იცოდი?.. ----არაააა...--ააკანკალა ადამიანს და უკან დაიხია, თან თოფს ეძებდა. ---ჰო და ახლა იცოდე!--შეღმუვლა დრაკონმა და თვალისდახამხამებაში მოაჭამა სულელი თავი, მერე დანარჩენიც გადასანსლა,ისევ ჩახოხდა ხევში და უაღრესად კმაყოფილმა შემდეგ სულელს დაუწყო ლოდინი.
04.11.2012 21:14:59. სერგეი ნეველი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩემი ჭკვიანუკა მეზღაპრე ძმაკაცი!... გაიხარე, ძალიან კარგია! მაგრამ, მართლაც ცოტა ნაკლები მრავალწერტილი რომ დაწერო-ხოოლმე? არ გამოვა ვითამ? :)) ჩემი ჭკვიანუკა მეზღაპრე ძმაკაცი!... გაიხარე, ძალიან კარგია! მაგრამ, მართლაც ცოტა ნაკლები მრავალწერტილი რომ დაწერო-ხოოლმე? არ გამოვა ვითამ? :))
8. მომეწონა, ხომ იცი? :) 2 (მეტი არ მაქვს და... ) მომეწონა, ხომ იცი? :) 2 (მეტი არ მაქვს და... )
7. ნეტა როგორია ნერვიულად გაპარჭყული კუდი? :) ნეტა როგორია ნერვიულად გაპარჭყული კუდი? :)
6. რა კარგი ზღაპარი იყო..თავისი სიბრძნეებით...5 რა კარგი ზღაპარი იყო..თავისი სიბრძნეებით...5
5. ბევრი, ბევრი სურვილი ჩააწერინა ადამიანმა დრაკონს...ისეთი რამეები რომ ხანდახან მინდებოდა სულ კლავიატურა მერტყა მისთვის ტუტუც თავში მაგრამ.....მაგრამ მე დავიფიცე, არასდროს ჩავერიო ჩემი გმირების პირად ცხოვრებაში, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია!....
"არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი----და აღარაა პრობლემა!"- ფაფუუუუ ადამიანი :)))))))))
ბევრი, ბევრი სურვილი ჩააწერინა ადამიანმა დრაკონს...ისეთი რამეები რომ ხანდახან მინდებოდა სულ კლავიატურა მერტყა მისთვის ტუტუც თავში მაგრამ.....მაგრამ მე დავიფიცე, არასდროს ჩავერიო ჩემი გმირების პირად ცხოვრებაში, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია!....
"არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი----და აღარაა პრობლემა!"- ფაფუუუუ ადამიანი :)))))))))
4. სერგული ხალხური ზღაპარი:) სერგული ხალხური ზღაპარი:)
3. წაკითხვა დავაპირე და ამდენმა სასვენმა ნიშანმა ამიჭრელა თვალები :/ წაკითხვა დავაპირე და ამდენმა სასვენმა ნიშანმა ამიჭრელა თვალები :/
2. "P.S. ბევრი, ბევრი სურვილი ჩააწერინა ადამიანმა დრაკონს...ისეთი რამეები რომ ხანდახან მინდებოდა სულ კლავიატურა მერტყა მისთვის ტუტუც თავში მაგრამ.....მაგრამ მე დავიფიცე, არასდროს ჩავერიო ჩემი გმირების პირად ცხოვრებაში, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია!...." :D რატომღაც მგონია რომ სურვილები რომ განსხვავებული ყოფილიყო დრაკონი არ შეჭამდა... ერთი ინდიელთა იგავი მომაგონდა, კანადაში თოვლი მოვიდა, ინდიელმა ქალმა თოვლში გველი იპოვა რომელიც იყინებოდა სიცივისგან. შეეცოდა წაიყვანა ვიგვამში(კარავი) გაათბო ცეცლთან, რძეც დაალევინა თავისი ჯამიდან, ღამით როდესაც ქალს ეძინა მოღონიერებული გველი მასთან მიხოხდა და უკბინა. ტკივილმა ქალი გამოაღვიძა, მიხვდა რაც მოხდა "მის სხეულში ნელ-ნელა შხამი ძალებს იკრეფდა" -რატომ ჩაიდინე ეს, მე, ხომ გადაგარჩინე?! ჰკითხა გველს -იმიტომ რომ გველი ვარ, შენ "მართლა ქალო"...(ასეთია პასუხი) + +
"P.S. ბევრი, ბევრი სურვილი ჩააწერინა ადამიანმა დრაკონს...ისეთი რამეები რომ ხანდახან მინდებოდა სულ კლავიატურა მერტყა მისთვის ტუტუც თავში მაგრამ.....მაგრამ მე დავიფიცე, არასდროს ჩავერიო ჩემი გმირების პირად ცხოვრებაში, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია!...." :D რატომღაც მგონია რომ სურვილები რომ განსხვავებული ყოფილიყო დრაკონი არ შეჭამდა... ერთი ინდიელთა იგავი მომაგონდა, კანადაში თოვლი მოვიდა, ინდიელმა ქალმა თოვლში გველი იპოვა რომელიც იყინებოდა სიცივისგან. შეეცოდა წაიყვანა ვიგვამში(კარავი) გაათბო ცეცლთან, რძეც დაალევინა თავისი ჯამიდან, ღამით როდესაც ქალს ეძინა მოღონიერებული გველი მასთან მიხოხდა და უკბინა. ტკივილმა ქალი გამოაღვიძა, მიხვდა რაც მოხდა "მის სხეულში ნელ-ნელა შხამი ძალებს იკრეფდა" -რატომ ჩაიდინე ეს, მე, ხომ გადაგარჩინე?! ჰკითხა გველს -იმიტომ რომ გველი ვარ, შენ "მართლა ქალო"...(ასეთია პასუხი) + +
1. ძააააააააააააააააა ლიიიიიიიიიიიი აააააააააააააააანნნნ მაგარი იყო. :D -რა და...შენ იცი დრაკონული ანდაზა?....არაა?....არც დრაკონული ეპოსი?...შენ ზღაპრები გეცოდინება მხოლოდ , იცი ანდაზა?,,"არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი----და აღარაა პრობლემა!" --აბა?...იცოდი?.. ----არაააა...--ააკანკალა ადამიანს და უკან დაიხია, თან თოფს ეძებდა. ---ჰო და ახლა იცოდე!--შეღმუვლა დრაკონმა და თვალისდახამხამებაში მოაჭამა სულელი თავი, მერე დანარჩენიც გადასანსლა,ისევ ჩახოხდა ორმოში და უაღრესად კმაყოფილმა შემდეგ სულელს დაუწყო ლოდინი. ძააააააააააააააააა ლიიიიიიიიიიიი აააააააააააააააანნნნ მაგარი იყო. :D -რა და...შენ იცი დრაკონული ანდაზა?....არაა?....არც დრაკონული ეპოსი?...შენ ზღაპრები გეცოდინება მხოლოდ , იცი ანდაზა?,,"არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი----და აღარაა პრობლემა!" --აბა?...იცოდი?.. ----არაააა...--ააკანკალა ადამიანს და უკან დაიხია, თან თოფს ეძებდა. ---ჰო და ახლა იცოდე!--შეღმუვლა დრაკონმა და თვალისდახამხამებაში მოაჭამა სულელი თავი, მერე დანარჩენიც გადასანსლა,ისევ ჩახოხდა ორმოში და უაღრესად კმაყოფილმა შემდეგ სულელს დაუწყო ლოდინი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|