ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2012


თიკო (დიდი პოეტისგან)

თიკო  მადნება ფანტელები ხელებზე, მხრებზე...
თებერვალს ურცხვად დამჩნევია სიცივის კვალი,
ლექსებს, სულის და შენი დარდის უდავო მწყემსებს
ყრი და (საკუთარ თავს უმალავ) რომ გტკივა მალვით.
და თიკო ასე, ასე არის ხანდახან ბედი,
ან უფრო ხშირად ემეტები ცხოვრებას, რა ვქნათ...
შენ და ეს ლექსი, მე არა ვარ ძვირფასო წრედში,
ვდგავარ და უფალს ველოდები თაბორის მთასთან...
ასეა, ღამეც დამაწვება მხრებზე და ვრჩები
გარეშე შენს და ჰორიზონტზე მზე სხივებს იხვეტს,
დამაგვიანდა, მოვსულიყავ ცოტა წინ წლების,
ახლა ხომ აღარ ვიწვებოდი ღრუბლებში პირქვე.
და თიკო ასე მაკლიხარ თუ გვაკლია ლოცვა...
თებერვალს ურცხვად დამჩნევია სიცივის კვალი,
მე ალბათ უკვე ჩაძირული ოცნების ბოცმანს,
არ მყოფნის ძალა დავიტოვო იმედი ხვალის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები