ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2012


***************************************

მოჩვენებითი გულცივობა,მალული ცრემლი,
ყალბი ღიმილი,დაპყრობილი მწვერვალი სევდის...
მიჭირს ქუჩაში შენს ტოლებს, რომ მუდმივად ვხვდები,
ვინ იცის, იქნებ, ამ ფიქრითაც მე უკვე ვცდები...
ბედი დამცინის აგიხდაო შენი ოცნება,
არა აქვს აზრი ჩვენს ფანჯრებში სხვა ხედებია.
ნეტავ, იცოდე ეს გული, რომ სულ გელოდება
რამდენი ღამე შენზე ფიქრში დამთენებია...
გაურკვევლობამ გამაგიჟა, ფიქრმა დამღალა,
შეგაძულებენ ჩემს თავს ვიცი, რაღას ვკითხულობ?!
შენზე უფროსი  ბევრადა  ვარ ჩემო პატარა,
რას არ მივცემდი ოღონდ ახლა ჩემს გვერდით იყო...
წლები გავა და ჩვენ ქუჩაში კვლავაც შევხვდებით
მაშინ მივხვდები ის, რომ არ ხარ ვისაც მე ვფიქრობ.
მანამდე ისევ ფანტაზიით მოგეფერები,
ჩემი ცხოვრების ერთდროულად შავ-თეთრო სხივო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები