„მუქთა თუთა მტრედებისთვის... მუქთა თუთა, ლხენა შუქთა, _ მუქთა თუთა მტრედებისთვის“... თითა თუთა მარგალიტად გამიმუქდა, და მის სუნზე მტრედების გუნდს სული მისდის. ვით თავადი, მიგოგმანებს ღვთის ფრინველი და ატყორცნილ შუბლით პენტავს სხივთა გამებს... მწუხრის ხუნდებს გადიბუდებს მზე ნინველი,* თეთრი ხუნდი მოციმციმე ცისკარს გახევს, _ დაიყრება მუქთა თუთა მარგალიტად, დაესევა მას გვიძინთა იაგუნდი, მათთან ფრენით მეც ეს სული გამიგვრიტდა, გაიტვრინე, სულ „გუ-გუ“-თი დაგიბრუნდი. ახლა ზეცას კალთას ვკოცნი, პილიგრიმი, დარბაისელ ზარებს ისე ვესალმები, რომ დამღადროს დაფიონმა მწველი სიმით და სინაზით გაგისწორო მზეს თვალები. მსურს, აშუღმა დაუაროს ძირძველ ქუჩებს, დაამღეროს: „მუქთა თუთა მტრედებისთვის“... მწამს: თბილისი ისევ ბადებს იეთიმ გურჯებს, და მტრედთა გუნდს შავ თუთაზე სული მისდის.
ნინველი _ ჩვილი, ყრმა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მართლაც ძალიან ლამაზი ლექსია!!! ++ მართლაც ძალიან ლამაზი ლექსია!!! ++
16. დიდი მადლობა, ნათია! :) დიდი მადლობა, ნათია! :)
15. ძალიან ლამაზი ლექსია. განსაკუთრებული ! ძალიან ლამაზი ლექსია. განსაკუთრებული !
14. მადლობა! ;) მადლობა! ;)
12. ლამაზი ლექსია. ლამაზი ლექსია.
11. 5-იანს დავწერ რომ არ გაბრაზდე <3 5-იანს დავწერ რომ არ გაბრაზდე <3
10. ანანე, არა როგორც რეალის ფანი, არამედ როგორც ლიტშემფასებელი სულ ემთხვევა ჩემს აზრებს :დ ან მე მის აზრებს, ნუ კარგი ჩემი მის აზრებს იყოს.
ჰოდა დიიიდი და პატარა 0 რამ გაყო ერთმანეთისგან, ჰოოოდა პატარა 0 შენ ^____^ ანანე, არა როგორც რეალის ფანი, არამედ როგორც ლიტშემფასებელი სულ ემთხვევა ჩემს აზრებს :დ ან მე მის აზრებს, ნუ კარგი ჩემი მის აზრებს იყოს.
ჰოდა დიიიდი და პატარა 0 რამ გაყო ერთმანეთისგან, ჰოოოდა პატარა 0 შენ ^____^
9. სულ „გუ-გუ“-თი დაგიბრუნდი. :* სულ „გუ-გუ“-თი დაგიბრუნდი. :*
8. მეც განსაკუთრებით მიყვარს ეს ფრაზა. გამეხარდა, რომ შენც მოგეწონა! :) :* მეც განსაკუთრებით მიყვარს ეს ფრაზა. გამეხარდა, რომ შენც მოგეწონა! :) :*
7. მწამს: თბილისი ისევ ბადებს იეთიმ გურჯებს,
აბა რა! მწამს: თბილისი ისევ ბადებს იეთიმ გურჯებს,
აბა რა!
6. :)) დიდი მადლობა! გეთანხმებით, ლექსი იოლი არაა. ყველა მკითხველს წინასწარ ვუხდი მადლობას! :)) დიდი მადლობა! გეთანხმებით, ლექსი იოლი არაა. ყველა მკითხველს წინასწარ ვუხდი მადლობას!
5. "მათთან ფრენით მეც ეს სული გამიგვრიტდა," - გვრიტი ხარ და როგორ იქნება აბა:)) მეც მომეწონა , რთული ლექსია მაგრამ კარგი. "მათთან ფრენით მეც ეს სული გამიგვრიტდა," - გვრიტი ხარ და როგორ იქნება აბა:)) მეც მომეწონა , რთული ლექსია მაგრამ კარგი.
4. მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა! :) ეს საკმაოდ ძველი ლექსია. 2008-ში „ლიტერატურულ პალიტრაში“ დაიბეჭდა. 2005-ში კი დაიწერა. მახსოვს, ქალბატონ მანანა ჯანელიძეს ეს მოეწონა განსაკუთრებით! :) რა საყვარელია გიორგი არაბული. მასაც, ერთადერთხელ შევხვდი ერთ-ერთ რედაქციაში შეკრებაზე. თუთა წააკითხეთო. :) თვითონ ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ნიჭიერ ადამიანს რომ დაამახსოვრდება შენი ნაწარმოები, ძალიან სასიამოვნოა! :) მოკლედ, კიდევ იმდენი კომპეტენტური ადამიანის მაღალი შეფასება მომისმენია ამ ლექსთან დაკავშირებით, საკმაოდ მშვიდად ვარ. :) მიხარია, მუხა, ლოცვის მადლთან ვერ მივალთ, თუმცა სულთმოფენობას კი დავწერე ამ ცოდვილი ხელით. :* :) მართლა ჩავუარე დაყრილ თუთებს შორის მტრედებს და პირველი ფრაზაც მაშინ მოფრინდა. :) რა ლამაზი სანახავია, ღმერთო! მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა! :) ეს საკმაოდ ძველი ლექსია. 2008-ში „ლიტერატურულ პალიტრაში“ დაიბეჭდა. 2005-ში კი დაიწერა. მახსოვს, ქალბატონ მანანა ჯანელიძეს ეს მოეწონა განსაკუთრებით! :) რა საყვარელია გიორგი არაბული. მასაც, ერთადერთხელ შევხვდი ერთ-ერთ რედაქციაში შეკრებაზე. თუთა წააკითხეთო. :) თვითონ ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ნიჭიერ ადამიანს რომ დაამახსოვრდება შენი ნაწარმოები, ძალიან სასიამოვნოა! :) მოკლედ, კიდევ იმდენი კომპეტენტური ადამიანის მაღალი შეფასება მომისმენია ამ ლექსთან დაკავშირებით, საკმაოდ მშვიდად ვარ. :) მიხარია, მუხა, ლოცვის მადლთან ვერ მივალთ, თუმცა სულთმოფენობას კი დავწერე ამ ცოდვილი ხელით. :* :) მართლა ჩავუარე დაყრილ თუთებს შორის მტრედებს და პირველი ფრაზაც მაშინ მოფრინდა. :) რა ლამაზი სანახავია, ღმერთო!
3. + გულთბილი მოკითხვა ვიკას + გულთბილი მოკითხვა ვიკას
2. მომეწონა! ძალიან ლამაზი, ლოცვასავით ლექსია ქართული სულით და ქართული ენით. მომეწონა! ძალიან ლამაზი, ლოცვასავით ლექსია ქართული სულით და ქართული ენით.
1. არ მომწონს, ძალიან შეკოწიწებული მეჩვენება, მაპატიეთ. არ მომწონს, ძალიან შეკოწიწებული მეჩვენება, მაპატიეთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|