ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 ნოემბერი, 2012


გ.ა.სატანის პროგრამა

თანასწორობა, ადამიანის უფლებები, თავისუფლება,უსაფრთხოება,გლობალიზაცია, არავითარი საზღვრები, არავითარი სახელმწიფოები, მსოფლიო ერთიანი მმართველობა.
ყოველივე ამის განსახორციელებლად საჭიროა პრე ექსპერიმენტი. ძიების შედეგად შევარჩიეთ საქართველო - ქართველები, რადგანაც მცირე ტერიტორიაა,  მცირე რაოდენიბრივი თუმცა  მრავალ ეთნიკურ  ეროვანი ქვეყანაა, ურთულესი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ამასთანავე "ქა-რთული" სიტყვაც მიგვანიშნებს ჩვენი პროგრამისთვის რთული გენეტიკის მქონე ერია. რუსულადაც კი груз-я ტვირთს ნიშნავს.
თუ შევძელით ამ ექპერიმენტის, ამ ქვეყანაში, წარმატებით განხორციელებას, ეს ნიშნავს რომ სხვაგან მისი დანერგვა არავითარ სირთულეს აღარ წარმოადგენს.
ყოველთვის, სპექტაკლი იყო, გამოფენა იყო თუ სხვა რაიმე ღონისძიება ამ ქვეყანაში  მისი წარმატების შემთხვევაში - გარანტირებული იყო მსოფლიო ტრიუმფი.
ჩვენ არ გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები, ანდა რატომ უნდა გადაიღალონ ფიქრით ,მათ კეთილდღეობაზე ვიზრუნვებთ ჩვენ.
ამიტომ მათ უნდა გამოვაცალოთ აზროვნების უნარი და დავიყვანოთ მათი აზრი მხოლოდა მხოლოდ უნარჩვევებზე, როგორნიც არიან პირუტყვი. ამასთანავე პირუტყვთ სახიერება არა აქვთ და საჭიროებს მათ დანომვრას, როგორც ფერმაში ედებათ სანომრე ნიშანი, ადვილად გასარჩევად.
გვექნება ორი ფენა ორი კატეგორია ძაღლი და ძროხა. ძაღლები ჩვენი ერთგულნი, მცველნი, ჩვენი ხელის მლოკავნი, ჩვენი სურვილის უსიტყვოდ შემსრულებელნი. დაინიშნებიან მხოლოდ ხელზე, ხოლო ძროხა ანუ მასა ხალხი დაინიშნებიან ხელზეც და შუბლზეც. ძროხას ევალება მარტო თვინიერად წავიდეს საბალახოდ, იბალახოს და დაბრუნდეს უკან მოსაწველად. და თუ რომელიმე ძროხას გაუჩნდება აზრი და სხვათა მშვიდობას საფრთხე დაემუქრება ჩვენი ერთგული ძაღლები დაამყარებენ მშვიდობას.
მხოლოდ ჩვენ გადავწყვეტთ რომელი ძროხა დაიკლას რომელი გამრავლდეს.
წარმატების მისაღწევად საჭიროა ქართული შეგნების, სულიერების განადგურება.
სამი ძირითადი პოსტულატი რომლის წინაშეც საჭიროა გალაშქრება.
ესენია:
1. ქართული ოჯახი.
2. მართლმადიდებლური სარწმუნოება.
3. ენა, დამწერლობა, ვეფხისტყაოსანი. 

პირველი:

ქართული ოჯახის დედაბოძი არის ქალი(დედაკაცი) რომელიც უნდა წაიბილწოს, შეირყვნას და მორალურად  განადგურდეს,სულიერად დაეცეს. ასეთი დედა გაზრდის შვილებს რომლებსაც არც დედა, აქედან გამომდინარე არც სამშობლო ეყვარებათ, დაივიწყონ წარსული, ფესვები, უნდა ჩავაგონოთ რომ მათი წინაპრები მშიშრები იყვნენ  ნაძირლები და არა გმირები. უნდა მოვშალოთ მათი ტრადიცია, უფროსის პატივისცემა, მეგობრობა, უნდა მოვახვიოთ თავს სექსუალური თავისუფლება, რომ სხეულის სურვილს მიყვნენ და არა სულის და გულისი,მამათა ტრადიციები დრო მოჭმულია, ქალწულობის ინსტიტუტი სამარცხვინო,"მერე რა, ყველანი ასეა მსოფლიოში"- ამ ლოზუნგით უნდა ვაცდუნოთ. არავთარი წმინდა და საფიცარი არ უნდა დავუტოვოთ. შემდგომ ასეთი გაბოროტებული შვილები თავშესაფარს  ჩვენთან იპოვიან და მათ  ჩვენთვის საჭირო იარაღად ვაქცევთ. ამით მოინგრევა ქართული ოჯახის ბურჯი.

მეორე:

სარწმუნოება მართლმადიდებლობა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მრავალი აღმსარებლობა, რელიგია, თუ სექტა მოვახვიოთ თავს და ვაიძულოთ რელიგიური თანასწორობა. აქ საჭიროა დაყავი და იბატონეს პრინციპი, რაც მეტი მიმდინარეობა იქნება მით დავასუსტებთ ქართველთა ერთიანობას. უნდა მოვახდინოთ მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრიმინაცია, პროვოცირება.
ზემოთხსენებული შვილების გამოყენებით უნდა მოვაწყოთ დემონსტრაციები როგორიცაა გეების, სექსუალური თანასწორობის, ფსევდო ფობიების მოტივით.
უნდა მომზადდეს ნუდისტების( შიშველი ადამიანების) აქცია დემონსტრაცია მეტეხის ხიდის გავლით იმ ადგილას სადაც მოხდა ასი ათასი ქართველის თავგანწირვა.
ამით მოვახდენით მართლმადიდებელი მრევლის  პროვოცირებას  და წარმოვაჩენთ ამ რელიგიას როგორც აგრესიულს, შეუწყნარებელს. და ამ საბაბით მათ წინააღმდეგ გავილაშქრებთ უფრო ღიად.ფართოდ უნდა დაფინანსდეს მხოლოდ თანასწორობის ინსტიტუტები,არატრადიციული სექსუალური მიმდინარეობანი, მათი რეკლამირების და სხვა თანასწორობის ნიღაბქვეშ ამოფარებული ადამიანები.

მესამე:

ენა, ვეფხისტყაოსანი. პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩვენს იდეალებს, რომელიც სიყვარულს განარჩევს სიძვისგან , ქადაგებს მეგობრობას ,ერთგულებას და ასევე ასწავლის ათასგვარ ხრიკს თავის გატანის, თავგანწირვის,პატივისცემის, მამაცობას თუ ღირსების. სწორედ ეს არის მასაზრდოებელი ფესვი ქართული მოუდრეკელობის და გადამრჩენი  ქართველობისა. მიუხედავად ამდენი დამპყრობლისა ვერ იქნა ამოძირკვული ეს ფესვი, ამიტომ ამ მიმარტულებითაც უნდა მივიტანოთ დარტყმა.
ხოლო დამწერლობა მათი ყველანაირად უნდა დაიბლოკოს, ყოველი გამოკვლევა, ნაშრომი, რაც არუნდა ისტორიის საიდუმლოებს ხდიდეს ფარდას უნდა იქნეს ყურადღების მიღმა დაგდებული.


  მხოლოდა მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შევძლევთ ჩვენი დიადი იდეის სრულყოფილებაში მოყვანას.
P.S.
რაც შეეხება გენური ინჟინერიით გამოყვანილ სიმინდს,ამ პროგრამამ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერისა, სამწუხაროდ ფიასკო განიცადა , რადგანაც ქართულმა მიწამ არ მიიღო. ხომ ხედავთ ქა-რთული მიწაც კი გვეწინააღმდეგება და გვებრძვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები