ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2012


მეფისტოლი და მა[]ხოვარი

მეფისტოლი და მა[]ხოვარი

იყო ერთი ბოროტი და მდიდარი  მართველი,მეფე არ იყო თუმცა მისი ხელქვეითნი სიმდიდრისა და ძალაუფლების გამო მეფისტოლს უწოდებდნენ. ასე მართავდა უდარდელად მრავალი წელი.
ერთ წელს ვეზირები ეახლენ მმართველს და მოახსენეს:
ვიღაც მა[]ხოვარი, ხალხს თვალებს უხელს და მართალი სიტყვით საუბრობს .
მეფისტოლო გვიბრძანეთ როგორ მოვიქცეთ?
წადით,  ყველა დასაჯეთ ცეცხლით და მახვილით, ვინც ყური უგდო და ისმინა, ვიცაც კი თვალნი აეხილათ.
წავიდნენ  დასაჯეს  ყველა,  სისხლის გუბეები დააყენეს  და დაბრუნდნენ  მმართველთან.
-ბრძანებელო შევასრულეთ  თქვენი  ბრძანება, მაგრამ 10 რომ დავსაჯეთ 10ათას აეხილა თვალი და 100 რომ დავსაჯეთ 100 ათას.
ეხლა რას გვიბრძანებთ როგორ მოვიქცეთ?
წადით , აუხვიეთ თვალნი და მოუდუნეთ გონება, გაავრცელეთ ხმები რომ მე არა ვარ, არც ბოროტება არის და თუ ბოროტება არ არის არც მასთან ბრძოლაა საჭირო, დაარწმუნეთ  რომ  აწი არც მხსნელია საჭირო.
წავიდნენ ვეზირები; გაავრცელეს ხმები   როგორც   მეფისტოლმა უბრძანა და დაბრუნდნენ უკან შედეგის მოსახსენებლად.
შევაჩერეთ მართალი სიტყვის გავრცელება, მაგრამ მცირედნი მაინც დარჩნენ ვინც ისმინა და თვალნი აეხილათ.
-მაშინ წადით და მიეცით ცოდნა  მცდარი ,ზღვრული და არასრულყოფილი რომლითაც რაც მეტს ისწავლიან უფრო დაშორდებიან  ჭეშმარიტებას და დაიწყონ სიხარულით საკუთარი ბორკილების ჭედვა ,რომელსაც დაიდებენ თვითონვე არამარტო ხელზე არამედ აზრზე და სულზე.
მიეცით საჭმელი რომლითაც ვერ გაძღებიან, მიეცით დრო რომელიც არ ეყოფათ, როგორც ილუზიონისტი გადაატანინებს ყურადღებას ისე გადაატანინეთ ყურადღება საკუთარ სასწაულებზე,რომ ცხვირწინ მომხდარი ჭეშმარიტი სასწაულიც ვერ დაინახონ.
წავიდნენ ვეზირები, შეასრულეს ყველაფერი რაც მეფისტოლმა ბრძანა;

და მიეცათ ხალხს ცოდნა, საჭმელი რომელსაც ჭამენ და ვერა ძღებიან, შოულობენ და სულ არ ყოფნით,  ჩქარობენ რომ მოასწრონ , დრო კი სულ უფრო და უფრო არ ყოფნით. ადამიანის თავისუფლების დროშის ქვეშ ამოფარებულებმა დაიწყეს მონდომებით ადამიანთა ბორკილების ჭედვა რომ გააკონროლონ აზრი  და დაატყვევონ სული მათი.
მხოლოდ მცირედნი დარჩნენ თვალხილულნი, რომლებიც ეწინააგმდეგებიან, ხედავენ მიზეზს და მოსალოდნელ  შედეგს, მაგრამ ვერაფერს შველიან   რადგან არ ესმით და არ ეყურებათ მათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები