| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 12 ნოემბერი, 2012 |
უბანში ყველა ტრასის მელას ეძახდა.ამბობდნენ, მამამისი ადრე „გაიშნიკი“ იყოო. სახელიც მამისგან შეერქვა, თუმცა, სულაც არ წყინდა...ჩემგან, ყოველ შემთხვევაში, არა. ვიცნობდი მაშინ, როცა ქუთაისში ვცხოვრობდი. ახლა კი იმდენ მოგონებას გადაეკრა ბინდი, მალე , ალბათ ესეც დამავიწყდება... ბესო ნიკოლაძე, ჩემებურად ბესე, ჩემი ძმა და მეგობარი იყო. რანაირი ძმა და იმნაირი, ბიჭები და გოგოები რომ მეგობრობენ, ერთმანეთს არაფერს რომ არ უმალავენ და რაგაც ჯიგრულად რომ არიან ერთმანეთთან . მე სხვანაირი მისგან არაფერი შემინიშნავს და არც მინდოდა დამენახა, თუმცა ვიღაცვიღაცეები მაგონებდნენ, უყვარხარო...არ ვიცი...მეეჭვება. ვითომ ასეთი ბრმა ვიყავი? ისე ცოტა „შავი ‘“ კი იყო. უბანში თუ რამე გატყდებოდა, ბესეს ბრალდებოდა. ერთხელ „სროკზეც“ იყო, 2 წლით დაიკარგა და როცა გამოვიდა, მე მაშინ გავიგე , რომ თურმე „აგარაკზე“ ყოფილა. ----ბესე ბესე, ჩემი ბარტყი ვინაა? რომ ვკითხავდი, იუარებდა და მეტყოდა: ------აბა, აბა,ბარტყები ბუდეში ვიცი მე, დედასთანო. დამთავრებით კი დაამთავრა კბილის ტექნოლოგიური,მაგრამ კბილის რა გაეგებოდა არ ვიცი . მე მგონი ტრასის მელას მამის, უფროსი ტრასის მელის დაჟინებით ქონდა დამთავრებული.....
გოგონებს ცოტა კიდევაც ეშინოდათ მისი. მე რისი მეშინოდა, ჩემი ბესე იყო და პირიქით ვაშინებდით ვიღაცეებს ერთად.(ეს ხუმრობით) თუმცა უბანში პატივისცემა და ზრდილობა ჩემთან არავის ეშლებოდა.....რაღაცით მურტალოს და ინგას მაგონებდა ხოლმე ჩვენი ურთიერთობა, თუმცა სიყვარულზე კარტი არ ყოფილა გახსნილი...თუ ვკითხავდი,ცოლი რატომ არ მოგყავს მეთქი,მეტყოდა, გამირიგე მერე კაი გოგოო და თვალს ჩამიკრავდა. ------------------------------------------------------------------------------------------------------- - გათხოვების მერე ვეღარსად ვნახულობდი. მე ბათუმში ვიყავი, ის ხან სად და ხან სად...ოთხი წლის წინ ისევ შევხვდი,ორი დღით ვიყავი ქუთაისში ჩასული. მარუს, როგორ ხარო, ყველაფერი გამომკითხა...მეც, როგორც მჩვეოდა ვუთხარი ჩემი სიგიჟეების შესახებ და ისიც ვუთხარი, (რასაც ქმარს ვერასოდეს გავუმხელდი),ერთი ადამიანი მავიწროებს მეთქი. გაგიჟდა შენი ტელეფონი დამიტოვე და თუ მის ნომერსაც მეტყვი,მე ვიცოდე და იმანო. მე, რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, თვითონ მოვაგვარებ მეთქი....უცებ მისი კვალი დაიკარგა....სამი დღის მერე ფეისბუქზე მწერს:
-----მარი,მე ახლა რაჭაში ვარ, ბიზნესი წამოვიწყე და ყურძნის შესყიდვაზე ვმუშაობ . კაი "ხვანჭკარა" უნდა დავაყენო.ჩვენ რომ გაგვეხარდება ისეთიო. ბოლოს დაამატა, „ ის“ შენ მეტად აღარ შეგაწუხებსო. მეორე დღეს გავიგე, ოფისი გატყდა . თურმე ბესე დამალულია რაჭაში. რა ბიზნესი, რისი ბიზნესი.....რაჭაში მაშინ ინტერნეტი არ იყო,ხოდა სამ სოფელში ვიარე,სანამ მაგთი ფიქსი არ „ვითრიე“და არ დაგიკავშირდიო. რიგრიგობით შემოდიოდა ხან სკაიპში და ხანაც ფეისბუქზე, ერთდროულად რომ ვერ „ქაჩავდა“. ტელეფონი კი ისმინებოდა..მემუქრებოდა,ჩამოვალ და მე შენ გასწავლი ჭკუას, სულ კომპთან რომ ზიხარო...
დღემდე არ ვიცი,როგორ გაიგო , ვინ იყო ჩემი ''შემაწუხებელი""....ან რა უთხრა....ვიცი მარტო ის, რომ ჩემგან 200 მეტრზე რადიუსში აღარ მიახლოვდება.
დედასთან დაკავშირებით საუბარს ვერ იტანდა....დედა საბერძნეთში ყავდა და ძალიან განიცდიდა.წასვლაც უნდოდა...
მე მუდმივად ვგრძნობდი, რომ ბესე ჩემ სიახლოვეს იყო. უხილავი ძაფები ძალას მაძლევდა.
ამ რამდენიმე თვის წინ კი ბათუმში მომაკითხა . სკოლასთან დამხვდა..ძვირფასი სუნამო მაჩუქა. არ დაიწუნო,არ ვიცოდი რომელი გიყვარსო, მომიბოდიშა..თურქეთში მიდიოდა....რაღაც ალბათ მაშინაც ქონდა“ნაგლახავები“, თორემ ისე არ წავიდოდა....ჩამეხუტა,მაკოცა და წავიდა და წავიდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჩემი ბესე...რა ლიტერატურული სახე შევქმენით მე და შენ....აქ რომ იყო და ამას კითხულობდე,ნეტავ რას მეტყოდი? მეტყოდი: აბა,აბა,ბარტყები ბუდეშიოოოოოო
ჩემი ბესე...რა ლიტერატურული სახე შევქმენით მე და შენ....აქ რომ იყო და ამას კითხულობდე,ნეტავ რას მეტყოდი? მეტყოდი: აბა,აბა,ბარტყები ბუდეშიოოოოოო
12. მარგალიტებით შემოსვას ვეთანხმები აქაც, აუცილებელი არაა, ზუსტად ვიცოდეთ, რა და როგორ იყო, ლიტერატურული თვალსაზრისით დაამუშავე, მიამატე, გამოაკლე, გააფორმე, შეალამაზე, ფანტაზიის ამუშავება და რაღაცეების მიმატება ნუ მოგერიდება, რადგან წერა შეგიძლია და მე, როგორც რიგითი მკითხველი, მეტს ვითხოვ, დასრულებულ ისტორიებს შენგან :) მარგალიტებით შემოსვას ვეთანხმები აქაც, აუცილებელი არაა, ზუსტად ვიცოდეთ, რა და როგორ იყო, ლიტერატურული თვალსაზრისით დაამუშავე, მიამატე, გამოაკლე, გააფორმე, შეალამაზე, ფანტაზიის ამუშავება და რაღაცეების მიმატება ნუ მოგერიდება, რადგან წერა შეგიძლია და მე, როგორც რიგითი მკითხველი, მეტს ვითხოვ, დასრულებულ ისტორიებს შენგან :)
11. პროზის კარგი მცდელობაა. სიამოვნებით ჩავიკითხე. მხატვრულობა ნამდვილად აკლია, მაგრამ ვხედავ რომ გამოსაცდელად შემოაგდო ავტორმა ეს ნაწარმოები და ეფექტს ელოდება ანუ, ჩვენს გამოძახილს :) ვაღიარებ, რომ დამაისტერესე ავტორო. ჩვენს ნეფერტარს მოუსმინე, ის შენ ცუდს არ გირჩევს. მე კი საუკეთესო მცდელობისთვის 5-ს დავწერ. ამასტან გირცევ რომ ჩაუჯექი ამ მოთხრობას და შემოსე მარგალიტებით, კარგი რამე დადგება ეს ნაწარმოები თუ ყურადღებით მიხედავ :)
პატივისცემით :
პროზის კარგი მცდელობაა. სიამოვნებით ჩავიკითხე. მხატვრულობა ნამდვილად აკლია, მაგრამ ვხედავ რომ გამოსაცდელად შემოაგდო ავტორმა ეს ნაწარმოები და ეფექტს ელოდება ანუ, ჩვენს გამოძახილს :) ვაღიარებ, რომ დამაისტერესე ავტორო. ჩვენს ნეფერტარს მოუსმინე, ის შენ ცუდს არ გირჩევს. მე კი საუკეთესო მცდელობისთვის 5-ს დავწერ. ამასტან გირცევ რომ ჩაუჯექი ამ მოთხრობას და შემოსე მარგალიტებით, კარგი რამე დადგება ეს ნაწარმოები თუ ყურადღებით მიხედავ :)
პატივისცემით :
10. გადასარევი ავატარია, თქვენი ნებართვით ჩემთან წავიღებ. :) ალბათ თქვენი პატარაა.
გული არ გაიტეხოთ. აქ პროზას ნაკლებად კითხულობენ, მაგრამ რეიტინგს არ შეხედოთ. წერეთ და ლიტერატურულ ქარვასლაშიც გვეწვიეთ ფორუმზე. არიან გამორჩეული პროზაიკოსები აქ. წაიკითხეთ, ნახეთ როგორ წერენ როგორ განიხილავენ ერთმანეთის ნაწერს, რას ურჩევენ და გამოიყენეთ. თავიდან იგივე რჩევა მომცა არმენ არუთინოვმა და ახლა ვუფასებ ამ რჩევას. თქვენც იგივეს გირჩევთ. გადასარევი ავატარია, თქვენი ნებართვით ჩემთან წავიღებ. :) ალბათ თქვენი პატარაა.
გული არ გაიტეხოთ. აქ პროზას ნაკლებად კითხულობენ, მაგრამ რეიტინგს არ შეხედოთ. წერეთ და ლიტერატურულ ქარვასლაშიც გვეწვიეთ ფორუმზე. არიან გამორჩეული პროზაიკოსები აქ. წაიკითხეთ, ნახეთ როგორ წერენ როგორ განიხილავენ ერთმანეთის ნაწერს, რას ურჩევენ და გამოიყენეთ. თავიდან იგივე რჩევა მომცა არმენ არუთინოვმა და ახლა ვუფასებ ამ რჩევას. თქვენც იგივეს გირჩევთ.
9. დიდი მადლობა,რომ კითხულობთ....შეფასებაც მათამამებს. დიდი მადლობა,რომ კითხულობთ....შეფასებაც მათამამებს.
8. "გათხოვების მერე ვეღარსად ვნახულობდი. " - ჰო, გვიანი ყოფილა. :) მაპატიეთ. "გათხოვების მერე ვეღარსად ვნახულობდი. " - ჰო, გვიანი ყოფილა. :) მაპატიეთ.
7. მას უყვარხარ. იქნებ ღირდეს მოძებნო თუ გვიან არ არის. ემოციურია და გაგიგე. როგორც ნაწარომოებს უფრო ლიტერატურის მკითხველის თვალით თუ შეხედავ უკეთესი იქნებოდა.
მე ვთვლი რომ ბადალი არ გეყოლება პატარა მოთხრობების წერაში. :) მას უყვარხარ. იქნებ ღირდეს მოძებნო თუ გვიან არ არის. ემოციურია და გაგიგე. როგორც ნაწარომოებს უფრო ლიტერატურის მკითხველის თვალით თუ შეხედავ უკეთესი იქნებოდა.
მე ვთვლი რომ ბადალი არ გეყოლება პატარა მოთხრობების წერაში. :)
6. ნამდვილი და ნაწილობრივ იუმორისთულიც, კარგია, გისურვებ უფრო უკთესები დაგეწეროს:) ნამდვილი და ნაწილობრივ იუმორისთულიც, კარგია, გისურვებ უფრო უკთესები დაგეწეროს:)
5. არაუშავს, მჯერა უკეთეს დაწერთ, არაუშავს, მჯერა უკეთეს დაწერთ,
4. რაღაცას ყვები, თუნდაც ნამდვილი ამბავი იყოს, მხატვრულობა აკლია ნაწერს. საინტერესო კი იყოს იქნებ ვინმესთვის, მაგრამ როგორც ასეთი პროზა მე აქ ვერ აღმოვაჩინე. წარმატებები. რაღაცას ყვები, თუნდაც ნამდვილი ამბავი იყოს, მხატვრულობა აკლია ნაწერს. საინტერესო კი იყოს იქნებ ვინმესთვის, მაგრამ როგორც ასეთი პროზა მე აქ ვერ აღმოვაჩინე. წარმატებები.
3. ამბავი ნამდვილია....დიდი მადლობა,ვისაც "შემოგეკითხათ"ჩემი ბინდგადაკრული მოგონება. ამბავი ნამდვილია....დიდი მადლობა,ვისაც "შემოგეკითხათ"ჩემი ბინდგადაკრული მოგონება.
2. ისე შემოვიხედე აქ და მესამე სტრიქონში ისეთი ჯადოსნური სიტყვა ეწერა, ბოლომდე წავიკითხე:)
ისე შემოვიხედე აქ და მესამე სტრიქონში ისეთი ჯადოსნური სიტყვა ეწერა, ბოლომდე წავიკითხე:)
1. თხრობა მომეწონა,ეს ნამდვილი ამბავია? გაგრძელებას აპირებთ თუ ესაა სულ? შენიშვნებიც გამიჩნდა,მაგრამ ჯობია პირადში მოგწეროთ.++ თხრობა მომეწონა,ეს ნამდვილი ამბავია? გაგრძელებას აპირებთ თუ ესაა სულ? შენიშვნებიც გამიჩნდა,მაგრამ ჯობია პირადში მოგწეროთ.++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|