| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2012 |
ზიხარ და მეწუწუნები, რომ დაგივიწყა საერთოდ. არ გეყო ტკბობის წუთები? შენც, ხომ მშვენივრად გაერთე... ხომ ჩააბარე "თავანი", თუმც, არაფერი გმართებდა. ახლა ის არის მთავარი, არ მოყვე თავის მართლებას. არც ერთი კაცი არა ღირს ტვინის ჭყლეტად და დრამადაც. მოთმენა მოიმარაგე, სულ ცოტა ხანი გავა და... ხომ ამოუშვი ჯინივით სულშეხუთული ვნებები. არ გინდა წუწუნ-ტირილი, თავს უთხარი, რომ ნებდები გულის კარებთან მოლოდინს, თუმც, შენ თვითონაც არ გჯერა... ღამეს უყვარდი ბოლომდე, დილა კი იქცა სასჯელად. ამოიცოხნე კადრებად სიტკბოთი სავსე წუთები, ისევ შენ გამოგადგება, ბალიშს რომ მიუბრუნდები... ხომ შეუმოწმე კასრს დენთი, ისევ ფეთქდება, თუ არა? ახლა მე იცი რას გეტყვი, რაც იყო, იყო... "ვუალა"... ასეა, შემთხვევითობა, არც მოსვლას გკითხავს, არც წასვლას. არც რა მომხდარა, ვითომ და, თუმცა, ბევრი კი გასწავლა... 22.11.12
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომეწონა! მესმის ასეთი მეგობარი. მომეწონა! მესმის ასეთი მეგობარი.
2. ამოიცოხნე კადრებად სიტკბოთი სავსე წუთები, ამოიცოხნე კადრებად სიტკბოთი სავსე წუთები,
1. სხვა სხვის ომში ბრძენიაო:)
"ამოიცოხნე კადრებად სიტკბოთი სავსე წუთები," სხვა სხვის ომში ბრძენიაო:)
"ამოიცოხნე კადრებად სიტკბოთი სავსე წუთები,"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|