ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2012


მე პალესტინელი ვარ

        ღამით მშვიდად გვეძინა...მამა არაა ჩვენთან, მაგრამ დედა არ გვტოვებს მე და ჩემ  ძმას.  გუშინდელი  ხმაური და გრიალი ყურში ახლაც  მესმის.  საშინელი ხმები იყო. მაღაზიაც ჩამოინგრა,  ჩვენს წინა ბინაც, მე რომ მთელი დღე ვუყურებდი ხოლმე.
ერთი კვირაა სკოლაში არ წავსულვართ,  სულ მესმის…ბომბი....ტერორისტი...

  დილით დედამ ჩაი ქურაზე დადგა...პური და შაქარი აღარაა.  მაღაზია შორსააა, მაგრამ მიდის...მე და მურადი მარტო ვრჩებით.  ვიცი მალე მოვა, დიდხანს მარტო არ დაგვტოვებს...

          უცებ ცამ გაანათა...  რაღაცამ დაიგრიალა .  ხმაურია ...  გვერდით მოვიხედე, ჩემი  ძმა სისხლიანია,  მთლად სისხლიანი. თავი აქვს წითელი,  სახე არ უჩანს.  მეც  სისხლიანი მაქვს ხელები.    ვცდილობ  სისხლი მოვწმინდო,  მაგრამ ხმას აღარ მცემს...თვალები  ღია აქვს....


         
بارام ببارام به گه  بارام به گ    بارام به گ بارام به گ    بارام به گ    بارام به گ    بارام به گ    گ  بارام بگبارام به گ                                                   

        მახსოვს ჩემი დედის თვალები...ლამაზი თვალები, სულ ცრემლიანი ...სახე არ უჩანს, მაგრამ ჩემი  დედის თვალები ცრემლიანია. უხმოდ  ტირის ...
      გუშინ  აზინას ძმა სულ თეთრებში გაახვიეს  და წაიყვანეს, უკან  აღარ მოუყვანიათ.  ქალები ტიროდნენ, მურადიც თეთრ  ფარდაშია გახვეული....  ვეჭვობ,  მასაც წაიყვანენ და ვეღარასოდეს  ვნახავ.

  მე  ვეღარც მამას ვნახავ...
  დედა ....დედა  ჩემთანაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები