ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2013


ჯობია, გვიან...

ვლიან დღეები,
კვირები და თვეები ვლიან...
და შენც ბერდები...
არ იჩქარო -
ჯობია, გვიან!
ვლიან წუთები,
ვლიან წამები, -
წამებით ვლიან...
რა ბედენაა ანგარიში
თვეთა და დროთა! -
ჯობია, გვიან,
მაგრამ მაინც
დაძლიო შიში,
ვიდრე კვირიდან კვირამდე სცე
უაზრო ბოლთა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები