ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2008


ზაფხული


ვერ გაგიმეტე ავი ფიქრისთვის.
როგორც პემზაზე ჩნდება ფორები,
მოგონებები სულში ტოვებენ
ღრმულებს. მე ხვალაც მემახსოვრები...

ვერ დავიწრიტე... გრძნობის თუშფალანგს
კბილებში ჩავრჩი  ხორხოშა ლუკმად...
ზაფხულს სტიქარი აცვია ტანზე,
სიყვარულს გუნდრუკს ხალისით  უკმევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები