ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2012


დაეხეტება ქალაქში ქარი...

დაეხეტება ქალაქში ქარი...
ქარი ქალაქის დალაქი არი.
ბებერ ხეებზე იყარა ჯავრი
და ხიდზე მიქრის ფოთლების ჯარი.

და მიქრის ხიდზე ფოთლების ჯარი,
ვით ნატვრა ძველი, ძველი და მქრქალი.
დაეხეტება ქალაქში ქარი...
დაეხეტება ქალაქში ქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები