ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

ლექსი სიყვარულზე

გადაუფრინეს მერცხლებმა
შუქით შემოსილ მთა-გორებს!
ლამაზის თვალთა ცეცება
სიყვარულის წლებს მაგონებს!
ყურთ ჩამესმოდა ვედრება,
მზე დასცქეროდა ლელიანს!
იმ გრძნობას რა შეედრება,
რომელიც მართლა წრფელია!
გულს სიყვარული გვქონია
ზეციდან გარდამოსული!
ქალი ბულბული მგონია
ინდოეთიდან მოსული!
გადაუფრინეს მერცხლებმა
შუქით შემოსილ მთა-გორებს!
ლამაზის თვალთა ცეცება
შორს გაფრენილ წლებს მაგონებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები