ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2012


სიმარტოვე

სილუეტი _ სადღაც მიღმა გამჭვირვალე ფარდის.
თაღი _ კამარაშეკრული.
გარეთ ნაზად ბარდნის.
წუთი წუთის მხრებს გადიფენს, დღე კი _ ღამის რიდეს.
ერთხელ მაინც ამ სარკმლიდან სხივი შემოვიდეს!
ბნელა, ბნელა, ბნელა ისევ
მიღმა ჩემი ფარდის,
არც ხალხია,
ცივა ირგვლივ
და ლამაზად ბარდნის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები