ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2012


ფერისცვალება

სიზმარმა საგზლად გამომატანა
ლექსი პატარა, _
ლექსი ატირდა, გადამისხლტა და
სად არ მატარა! _
პატარ-პატარა მარგალიტები
ავკრიფე გზიდან, _
თაბორის მთაზე დანაბინდებმა
მზემ გულზე მზიდა
და მზედ მომწყვიტო,
და მზედ მომწყვიტო,
უაზროდ მინდა!
ხელისგულებზე მომწყვდეულები,
გადაბრაწული ბროწეულებიც
გადამიცვივდა,
და გამიწვიმდა...
და გამიწვიმდა...
და გამიწვიმდა...
ცა? _ გაირინდა _
ცა გირლანდაა _
და გაირინდა,
გაირინდა და...
და გამირიგდა:
ცის სარეცელზე
ხელში დაირით
გაჩნდა ირიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები