| ავტორი: ბერი18 ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2012 |
იყო ერთი ღამურა,თუმცა ამ ღამურას თქვენც კარგად იცნობთ,ერთდროს წრუწუნა რომ იყო წუწუნეთის მხარედან. ერთ მშვენიერ დღეს ღამურას გამოეცხადა კეთილი ჯადოქარი და უთხრა : - აირჩიე ღამურა, გინდა თაგვად გადაგაქცევ და გინდა სრულფასოვან ჩიტად, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, მოიარე შენი ყოფილი ადგილსამყოფელი წუწუნეთი , მერე ჩიტების სამყოფელი სასირეთი და მერე მიიღე გადაწყვეტილება. - აჰა ეს თოკი და ბუმბული, როცა ძირს ჩახვალ ეს თოკი შემოიხვიე წელზე და ვერავინ გიცნობს, ხოლო სასირეთში ეს ბუმბული გაიკეთე თავზე და ტანიც ბუმბულით შეგემოსება. გამოართვა ღამურამ ,დიდი მოწიწებით მადლობა გადაუხადა და ქვევით დაეშვა თავისი მოყვასების მოსანახულებლად . წელზე თოკი მოიხვია და ბუმბულიც საგულდაგულოდ დამალა. - შემოეხვივნენ თაგვები სტუმარს, გამოკითხეს სადაური იყო და საით მიდიოდა. - მგზავრი ვარო უპასუხა წრურუნამ ქვეყნიერების ამბები მაინტერესებს, როგორ ცხოვრობთ? რას აკეთებთ? რა გიჭირთო. გარშემო შემოუსხდნენ წრუწუნას და დაიწყეს თავის ქება: ისეთი მშრომელები ვართ, დღედაღამ ვშრომობთ, მერე როგორი ერთმანეთის გვერდზე დგომა ვიცით , როგორი ერთმანეთის გატანა, ჩიტებს კი არ ვგავართ უსაქმოდ რომ დაფრინავენ და ზემოდან მოსაქმების მეტს არაფერს აკეთებენ, დაბლა დაშვებასაც კი უკადრისობენ. აი იმ სახლის რაფას ხომ ხედავ, იმის ქვევით არც ჩამოდიან. ამისთქმა იყო და საიდანღაც გამხმარი ლორის ნაჭერი ჩამოვარდა და იქვე ახლომახლოს დავარდა. იხუვლეს თაგვებმა, სულ დაავიწყდათ სტუმარიც და თავმოყვარეობაც. ვინ ვის გადაახტა, ვინ ვის ჩაუხტა. ვინც მოასწრო ხომ ჩაავლო კბილი , ვინც ვერა მათ დაუწყეს კბენა მეც გამატარეთ და კბილი ჩამასობინეთო.თაგვებს აღარც ერთობა გახსენებიათ და აღარც ერთმანეთის გატანა. ბოლოს ორმა მოზრდილმა ვირთხამ იმარჯვა და გააცუნცულა ნადავლი. - დაღლილ- დაგლეჯილი და ჩალაგამოვლებული თაგვები დარჩნენ და ზევით დაიწყეს მზერა იქნებ კიდევ მომხდარიყო საოცრება,. - ღამურა გაოცებული უყურებდა ზეცისკენ მეოცნებე თვალებით მომზერალ თაგვებს, მათ აზრებსაც კი ჩასწვდა. თვითეული მათგანი ოცნებობდა ფრთებზე, რადგან სჯეროდათ, რომ ცაში ლორით და სხვადასხვა ტკბილეულით სავსე ტომარა იყო ჩამოკიდებული, მისასვლელად კი მხოლოდ ფრთებიღა იყო საჭირო. ჩუმად დატოვა ღამურამ იქაურობა, თუმცა აღარავის ახსოვდა ის. მოდი ეხლა სასირეთს მოვინახულებ, იქნება ჩიტები მაინც ცხოვრობენ ღირსეულადო გაიფიქრა ღამურამ.მოიხსნა წელიდან თოკი, ამოიღო უბიდან ბუმბული, დაიმაგრა თავზე და ტანიც უმალ შეემოსა.შემოჰკრა ფრთები და აიჭრა ცაში, იქაც რამოდენიმე ხანი დაჰყო. შემოიფრინა ყველა ალაგი, ბევრი ნახა, ბევრი გაიგო და მიხვდა რომ ჩიტების ცხოვრებაც არ ყოფილა ისეთი ლამაზი და უდარდელი როგორც დაბლიდან ჩანდა: ერთმანეთის მტრობა ,ღალატი, ბუდეების მოშლა და ბარტყების გადმოყრა , სხვის ბუდეში კვერცხის დებაც კი მისაღები გამხდარიყო. არც აქ ყოფილა ჩემი ადგილიო - გაიფიქრა ღამურამ. მოიშორა თავიდან ბუმბული, გადაიქცა ისევ ღამურად და თავის კლდის ნაპრალისკენ გაფრინდა.იქ ჯადოქარი დახვდა და ჰკითხა ღამურას: - რა ქენი ღამურავ, გააკეთე არჩევანიო? ღამურამ უპასუხა: - უღირს ვირთხობას და სამარცხვინო ჩიტობას ისევ ღამურობა მირჩევნიაო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ასეა მუხა ;) ასეა მუხა ;)
20. საინტერესო ავტორი, საინტერესო იგავით, ყველას თავისი არჩევანის უფლება აქვს.
ღამურა არის ძუძუმწოვარა მფრინავი ცხოველი! ასე არ არის? საინტერესო ავტორი, საინტერესო იგავით, ყველას თავისი არჩევანის უფლება აქვს.
ღამურა არის ძუძუმწოვარა მფრინავი ცხოველი! ასე არ არის?
19. ვიკა მადლობა შენი შეფასებისთვის. რაც შეეხება ბოღმიან ადამიანებს, ეს იმ კაცს გავს რომელიც ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით იფურთხება და თავისივე ფურთხი საკუთარ სახეში ხვდება. მართლაც შესაცოდია ასეთი ადამიანები. ვიკა მადლობა შენი შეფასებისთვის. რაც შეეხება ბოღმიან ადამიანებს, ეს იმ კაცს გავს რომელიც ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით იფურთხება და თავისივე ფურთხი საკუთარ სახეში ხვდება. მართლაც შესაცოდია ასეთი ადამიანები.
18. ური მადლობა რომ შემოიხედე :))) ური მადლობა რომ შემოიხედე :)))
17. ჭა-ს ღამურა ადრე მოღალატეც იყო :))) გეთანხმები. მაგრამ უფალი მონანიების შემთხვევაში აძლევს ყველას შანს. ყოველი ჩვენი ნაბიჯის საშვალო არითმეთიკულს , გამოვყავართ იმ ადამიანად რაც ვართ. ალბათ ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. ვაი, რომ ჩვენივე ცუდი სიტყვებით მარტო ჩვენვე თავს ვცხებთ ტალახს.
ჭა-ს ღამურა ადრე მოღალატეც იყო :))) გეთანხმები. მაგრამ უფალი მონანიების შემთხვევაში აძლევს ყველას შანს. ყოველი ჩვენი ნაბიჯის საშვალო არითმეთიკულს , გამოვყავართ იმ ადამიანად რაც ვართ. ალბათ ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. ვაი, რომ ჩვენივე ცუდი სიტყვებით მარტო ჩვენვე თავს ვცხებთ ტალახს.
16. რა კარგი ვინმე ყოფილა ღამურა?.. აქამდე როგორც მოღალატეს ისე ვიცნობდი...:)) რა კარგი ვინმე ყოფილა ღამურა?.. აქამდე როგორც მოღალატეს ისე ვიცნობდი...:))
15. რა კარგი ვინმე ყოფილა ღამურა?.. აქამდე როგორც მორალატეს ისე ვიცნობდი...:)) რა კარგი ვინმე ყოფილა ღამურა?.. აქამდე როგორც მორალატეს ისე ვიცნობდი...:))
14. კომენტარს შემოვყევი. მართლაც კარგი რამ დმხვდა.
რამდენი "საზიზღარი რეალობა" დევს ამ პატარა ნაწაროებში.
კომენტარს შემოვყევი. მართლაც კარგი რამ დმხვდა.
რამდენი "საზიზღარი რეალობა" დევს ამ პატარა ნაწაროებში.
13. ძალიან შთამბეჭდავი და ნათელია, როგორც ენობრივი თვალსაზრისით, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მორალურად! დანახვა და მიხვედრა უნდა, თორემ... :) ძალიან კარგი ქართულითაა დაწერილი. სათქმელიც ლაკონურადაა გამოხატული. კარგი რა, ბერი18, ბოღმიან ნათქვამს და ადამიანურ სიტყვას ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან? ადამიანობა დაკარგეს ზოგიერთებმა საერთოდ! ადამიანურ ენაზე არ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი სათქმელი. ყოველგვარი ცინიზმის გარეშე: სწორედ ასეთები მეცოდებიან, რაღა დაგიმალო! შენს ნაწარმოებს ++ ძალიან შთამბეჭდავი და ნათელია, როგორც ენობრივი თვალსაზრისით, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მორალურად! დანახვა და მიხვედრა უნდა, თორემ... :) ძალიან კარგი ქართულითაა დაწერილი. სათქმელიც ლაკონურადაა გამოხატული. კარგი რა, ბერი18, ბოღმიან ნათქვამს და ადამიანურ სიტყვას ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან? ადამიანობა დაკარგეს ზოგიერთებმა საერთოდ! ადამიანურ ენაზე არ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი სათქმელი. ყოველგვარი ცინიზმის გარეშე: სწორედ ასეთები მეცოდებიან, რაღა დაგიმალო! შენს ნაწარმოებს ++
12. კოსტა , ბოდიშის გარეშე იქნებ განმარტო რაზე გეცოდები? კოსტა , ბოდიშის გარეშე იქნებ განმარტო რაზე გეცოდები?
11. ბექზა, სამწუხაროდ ეგ"მულწიკი" არ მაქვს ნანახი, სამაგიეროდ ა. წერეთლის " ღამურა" მაქვს წაკითხული და მისი ღამურა ვისესხე პერსონაჟად. ამას ლიტერეტორულ ენაზე რა ქვია არ ვიცი.
თანაც მსოფლიოში იმდენი დაწერილა, იმდენი თქმულა , ალბათ გადაკვეთის წერტილები ყველგან შეიძლება დალანდო. აგეთი მიდგომით არაფერი არ უნდა თქვას არავინ. რადგან ყოველივე ახალი ,დავიწყებული ძველია. ან მაიას ტომს ან შუმერებს ექნებიდათ ეგეთი რამ დაწერილი. :)))) ბექზა, სამწუხაროდ ეგ"მულწიკი" არ მაქვს ნანახი, სამაგიეროდ ა. წერეთლის " ღამურა" მაქვს წაკითხული და მისი ღამურა ვისესხე პერსონაჟად. ამას ლიტერეტორულ ენაზე რა ქვია არ ვიცი.
თანაც მსოფლიოში იმდენი დაწერილა, იმდენი თქმულა , ალბათ გადაკვეთის წერტილები ყველგან შეიძლება დალანდო. აგეთი მიდგომით არაფერი არ უნდა თქვას არავინ. რადგან ყოველივე ახალი ,დავიწყებული ძველია. ან მაიას ტომს ან შუმერებს ექნებიდათ ეგეთი რამ დაწერილი. :))))
10. ლელა მადლობის მეტი რა მეთქმის, არ იფიქროთ რომ შენიშვნამ გამაღიზიანა ,პირიქით ძალზედ სასიამოვნოა როდესაც განსხვავებულ ხედვას ,ან აზრს გთავაზობენ, თქვენც არ მიიღოთ სხვანაირად მე ჩემებურ ახსნას მოგახსენებთ: ჯადოქარმა კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად და სწორი არჩევანის გასაკეთებლად მიცა საშვალება შემძვრალიყო ორივე სამყაროს ტყავში, რაგანაც ის არც სრულფასოვანი ჩიტია და არც მთლად თაგვი. მადლობა რომ წაიკითხეთ და თქვენი მოსაზრება გამოთქვით. ლელა მადლობის მეტი რა მეთქმის, არ იფიქროთ რომ შენიშვნამ გამაღიზიანა ,პირიქით ძალზედ სასიამოვნოა როდესაც განსხვავებულ ხედვას ,ან აზრს გთავაზობენ, თქვენც არ მიიღოთ სხვანაირად მე ჩემებურ ახსნას მოგახსენებთ: ჯადოქარმა კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად და სწორი არჩევანის გასაკეთებლად მიცა საშვალება შემძვრალიყო ორივე სამყაროს ტყავში, რაგანაც ის არც სრულფასოვანი ჩიტია და არც მთლად თაგვი. მადლობა რომ წაიკითხეთ და თქვენი მოსაზრება გამოთქვით.
9. რა თქმა უნდა , ვალდებული არ ხართ შენიშვნა გაითვალისწინოთ. მე ჩემი აზრი გამოვთქვი. ღამურა ის არსებაა, ვისაც ორივე სამყაროში უცხოვრია და ორივეს მანკიერებები ცნობილია მისთვის. თქვენ კი დასაწყისში ამბობთ, რომ კეთილმა ჯადოქარმა არჩევანის გასაკეთებლად ორთავე სამყაროს დათვალიერება შესთავაზა. რა თქმა უნდა , ვალდებული არ ხართ შენიშვნა გაითვალისწინოთ. მე ჩემი აზრი გამოვთქვი. ღამურა ის არსებაა, ვისაც ორივე სამყაროში უცხოვრია და ორივეს მანკიერებები ცნობილია მისთვის. თქვენ კი დასაწყისში ამბობთ, რომ კეთილმა ჯადოქარმა არჩევანის გასაკეთებლად ორთავე სამყაროს დათვალიერება შესთავაზა.
8. ბოდიში მარა მაგარდ მეცოდები :( ბოდიში მარა მაგარდ მეცოდები :(
7. ზუსტად იგივე აზრის მატარებელი "მულწიკი" გადიოდა ტვ-ში, ჩემი ბავშვობის დროს. ამ "მულწიკში" 2 პატარა ბიჭი, იოლი და უდარდელი ცხოვრების ძიებაში, ხან ჩიტებად გადაიქცნენ, ხან ჭიანჭველებად და ა.შ. მეზარება დეტალიზაცია მაგრამ, ეს უეჭველი (შეიძლება უნებური) პლაგიატია!
ზუსტად იგივე აზრის მატარებელი "მულწიკი" გადიოდა ტვ-ში, ჩემი ბავშვობის დროს. ამ "მულწიკში" 2 პატარა ბიჭი, იოლი და უდარდელი ცხოვრების ძიებაში, ხან ჩიტებად გადაიქცნენ, ხან ჭიანჭველებად და ა.შ. მეზარება დეტალიზაცია მაგრამ, ეს უეჭველი (შეიძლება უნებური) პლაგიატია!
6. ბუდულას ჩემი გულთბილი სალამი. მადლობა კომენტარისთვის. ბუდულას ჩემი გულთბილი სალამი. მადლობა კომენტარისთვის.
5. ქ-ნო ლელა მთავარი დამავიწყდა: პირველყოვლისა ღამურა ისეთივე ფრინველია როგორც ვეშაპი თევზი.. ანუ ღამურა (ლათ. Vespertilio), ძუძუმწოვარი ცხოველების გვარს ეკუთვნის. მიტომ ავირჩიე ღამურა რომ ორივეს ფრინველის და ცხოველის თვისებები აქვს.
ამიტომ სხვა ფენიდან დანახული ქვედა და ზედა ფენების შეფასება უფრო მიუკერძოებულად და სამართლიანად მივიჩნიე, მოგეხსენებათდა ერთი ფენიდან წარმომადგენლები ან აძაგებენ საკუთარ ფენას ან აქებენ.... ამიტომ ჩემს მიერ იქნა არჩეული საშუალი
ქ-ნო ლელა მთავარი დამავიწყდა: პირველყოვლისა ღამურა ისეთივე ფრინველია როგორც ვეშაპი თევზი.. ანუ ღამურა (ლათ. Vespertilio), ძუძუმწოვარი ცხოველების გვარს ეკუთვნის. მიტომ ავირჩიე ღამურა რომ ორივეს ფრინველის და ცხოველის თვისებები აქვს.
ამიტომ სხვა ფენიდან დანახული ქვედა და ზედა ფენების შეფასება უფრო მიუკერძოებულად და სამართლიანად მივიჩნიე, მოგეხსენებათდა ერთი ფენიდან წარმომადგენლები ან აძაგებენ საკუთარ ფენას ან აქებენ.... ამიტომ ჩემს მიერ იქნა არჩეული საშუალი
4. ეჰ ამ დღეებში მეც სულ" ღამურაზე" ვფიქრობდი...როგორ გამეხარდა აქაც რომ იგივე თემა ვნახე,უფრო კარგად გაშლილი.
ძალიან საინტერესო ვერსიაა. ეჰ ამ დღეებში მეც სულ" ღამურაზე" ვფიქრობდი...როგორ გამეხარდა აქაც რომ იგივე თემა ვნახე,უფრო კარგად გაშლილი.
ძალიან საინტერესო ვერსიაა.
3. არა, ეს იგივე ღამურაა - აკაკი წერეთლის, თავისი მოდგმა რომ დაგმო ამპარტავანმა და ჩიტუნობა მოუნდა....... ყოველ სასჯელს ,( ცოდვას ) ვადა აქვს. სწორედ აქედან იწყება ჩემი იგავიც.....
ზოგს მაგალითად ციხიდან გამოსვლას და გარეთ ციხეში ყოფნას , ისევ ციხეში ყოფნა ურჩევნია.... ამ თემაზე უამრავი ინტერპრეტაცია შეიძლება....
არა, ეს იგივე ღამურაა - აკაკი წერეთლის, თავისი მოდგმა რომ დაგმო ამპარტავანმა და ჩიტუნობა მოუნდა....... ყოველ სასჯელს ,( ცოდვას ) ვადა აქვს. სწორედ აქედან იწყება ჩემი იგავიც.....
ზოგს მაგალითად ციხიდან გამოსვლას და გარეთ ციხეში ყოფნას , ისევ ციხეში ყოფნა ურჩევნია.... ამ თემაზე უამრავი ინტერპრეტაცია შეიძლება....
2. კარგი აზრია გატარებული: ერთმანეთის გატანა და ერთობის შენარჩუნება ყველა ფენისთვის რთულია, მაგრამ ღამურა ისედაც ფრინველად ითვლება, თანაც თვითოვნე ამბობთ, რომ ადრე თაგვი იყოო. სხვა ცხოველი (ან მწერი რომ აგერჩიატ არ აჯობებდა? კარგი აზრია გატარებული: ერთმანეთის გატანა და ერთობის შენარჩუნება ყველა ფენისთვის რთულია, მაგრამ ღამურა ისედაც ფრინველად ითვლება, თანაც თვითოვნე ამბობთ, რომ ადრე თაგვი იყოო. სხვა ცხოველი (ან მწერი რომ აგერჩიატ არ აჯობებდა?
1. საინტერესოა.+++++ საინტერესოა.+++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|