ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2012


უცქერ მონიტორს...



უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს,
არ ინიღბები,
გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი
რეიტინგები.
ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ
იზრდები გჯერა,
შენი თაობა დიდუბისკენ
აპარებს მზერას.
იყვნენ მამები,
ჩამოზამთრდი მათ ჩრდილში უხმოდ,
მოვლენ შვილები,
_ იარეთო, ბატონო, უფრთოდ!
ვლიან დღეები, ვისთვის მშვიდი,
და ვისთვის მფრთხალი,
აღარ გშორდება,
არტურას და რაფიკას ვალი.
მაინც ვერ დათმე ეს ცხოვრება,
ზვარივით ჭრელი,
ლუდი და მწვადი ძმაკაცებთან,
დიაცის წელი.
"მარშრუტკის" კარებს გამოაღებს
ბიკინის ზოლი,
ო, შენ კი არა, ბერს შეაცდენს
ის გოგო მგონი.
ჟაკ დერიდასა, ერიხ ფრომს და
ან ვუდი ალენს,
დაეხსენ, ძმაო, აზრზე მოდი,
მაყუთი თვალე.
"რეპსა"  და "ურმულს" ვერ გარითმავ,
რიზეს და ზადენს,
კლასიკა ახლა სარდაფშია,
მოდერნი ზარდე.
გიმტკიცებენ რომ შორსააო_
ლექსაისბერგი,
სილვია პლათი, ენ სექსტონი
ალან გინსბერგი.
მოგწყინდა უკვე ეგ ხედები
ცრემლთავწარგული,
როგორც რითმები: _
"ვარდი" _ "დარდი"
"სული" და "გული".
დილის სველ ჩრდილებს
ფეხს ადგამ და
ახლისკენ იწევ,
და დაღლილ თვალებს
ეჩვენება, ღამდება ისევ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები