| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 4 დეკემბერი, 2012 |
საღამოა , ტელევიზორს ვუზივარ და ანგარიშმიუცემლად ვუყურებ ეკრანს. სერიალების დროა. მე მაგათთვის არასდროს მცალია,მაგრამ თვალი მაინც სწრაფია......უცებ ფილმში მუნჯების ხელებით საუბარს მოვკარი თვალი,რაღაცას გამალებით უხსნიან ერთმანეთს,ჩხუბობებ, ჰაერში ხელის ნაცნობ მოძრაობებს აკეთებენ. მოგონებებში ჩავიძირე....ვიცნობდი ადრე ერთ ყრუ-მუნჯ ბიჭს,სადაა ნეტავ ახლა ამირანი? ბოლო ინფორმაციით ცოლი მოუყვანია ,შვილებიც ყავს. ცოლი მასავით ყრუ-მუნჯია,საბედნიეროდ შვილები მოლაპარაკე შეძენიათ.ბავშვებს დედა უზრდით,რადგან თვითონ შვილებთან საუბარი არ შეუძლიათ. ისევ ბავშვობაში გადავედი ფიქრით.სოფელში სადაც ჩვენ ვისვენებდით,ამირანჩიკიც ხშირად ჩამოყავდა ბებიამისს.დაახლოებით 13-14 წლის იყო (მე მაშინ 10 წლის ვიქნებოდი), ქალაქელი ბიჭი მაღალი.ლამაზი, „ფირმა“ტიპი,მოკლე ,თეთრი ,გაქათქათებული შორტებით . ბებია ექიმი ყავდა,პედიატრი,მისგან ვიცოდით ყველამ,რომ მისი სიყრუე ბავშვობაში გადატანილი ინფექციის ბრალი იყო. მისი ლაპარაკი მხოლოდ ლუღლუღი იყო,სხვა არაფერი,თუმცა ძალიან ცდილობდა. მაგრამ ჩემ სახელს მაინც გამორჩეულად, სიყვარულით ამბობდა. ბავშვები გაურბოდნენ მასთან ურთიერთობას,რადგან მისი არ ესმოდათ.მე კი ვერსად დავემალებოდი,რადგან კარის მეზობლები ვიყავით.თუმცა მაინც გავურბოდი,არა გაძნელებული კომუნიკაციის,არამედ სულ სხვა მიზეზის გამო....მისი დაჟინებული მზერა საზაფხულო სარაფანში ჩაცმულ გოგონას მწვავდა და უხერხულობას ვგრძნობდი. თავისთავად ის არ იყო სრულყოფილი 13 წლის მოზარდი,თუმცა , მისი ახლობლები ცდილობდნენ,თანატოლებში მის ინტეგრაციას .ისე გულით კარგი ბიჭი იყო, თბილი და მოსიყვარულე. ჩამოსვლისას , როცა პირველად მნახავდა,ისე ჩამეხუტებოდა,ძვლებს ტკაცანი გაუდიოდა... ერთხელ ამატირა კიდევაც. მე ამირანი თავის მუნჯურ ენას მასწავლიდა. პირველად ლოყაზე ხელი მიიტანა,ღაწვთან და მითხრა, ლამაზი ხარო. ვიცოდი , მათ ენაზე როგორ იყო გოგო,ბიჭი,ლამაზი,ცოლი თუ შეყვარებული, სხვა რამეს კი ხელებით და ფეხებით ველაპარაკებოდით და კარგადაც ვხალისობდით. ერთი ცუდი თვისება ქონდა....თუ საუბრის დროს სახეში ვერ გიყურებდა, პირსა და ტუჩებში, ეჭვიანობას იწყებდა და აგრესიულიც ხდებოდა, რაგდან ასე ნათქვამს ვერ იგებდა. ჯანმრთელი , ქურციკივით მაღალი ფეხები ქონდა. ისე ევლებოდა სიმაღლეებს,ღობეები არ აკავებდა.სახელიც პერსონალურად მისთვის იყო---ამირანჩიკი. ალბათ რუსეთუმე ბებიის ხასიათის გამო.
ამირანი ქალაქში გაზრდილი ბიჭი იყო და ინდაურები ნანახი არ ჰყავდა. ერთხელ მეზობლის ჭუკები მდინარეში უყვინთავებია და თორმეტივე დაუხრჩია.საბრალო ანიჩკა ბებო ისე დასტიროდა და მოსთქვამდა თავის ჭუკებს, როგორც ომში დაკარგულ მეუღლეს .... მახსოვს, ბალახზე ვკოტრიალობთ ბავშვები და ვთამაშობდით.უცებ თვითმფრინავმა გადაგვიფრინა.... ამირანიჩკმა თავი მაღლა ასწია და თვალი გააყოლა. სახტად დავრჩით,მან თვითმფრინავის ხმა გაიგონა. თვითონაც უხაროდა... მას იმ სიხშირის ბგერები ესმოდა,რომელსაც თვითმფრინავი გამოსცემდა. მეტი სენსაცია რაღა გვინდოდა,დიდხანს და გულუბრყვილოდ ვლაპარაკობდით მის საზღვარგარეთ ეფექტიან მკურნალობაზე.
წლები გავიდა,მე სტუდენტი ვიყავი და თბილისში ვსწავლობდი.ბევრჯერ მინახავს პლეხანოვზე გოგოების გუნდით გარშემორტყმული. პოპულარული იყო თავისი განსხვავებული იერით და კიდევ იმით,რომ ყრუ-მუნჯი იყო.ერთხელ მეც შემხვდა,მეტროდან ამოვდიოდი, დამინახა, მიცნო და გაეხარდა.კიდევ ერთხელ დამამტვრია ძვლებში, თავისებურად, მკითხა, როგორ ხარო. მხრები ავიჩეჩე, კარგად მეთქი. მარჯვენა ხელის ბეჭდის ადგილას ხელი მივიტანე, ოჯახი ვკითხე, მიხვდა,ლამაზად გაიცინა და ----ორი პატარაო----ხელებით მანიშნა. ----ტელეფონი მითხარი შენი მეთქი----ყურთან ხელის მიტანით ვანიშნე. -----რათ გინდა,მე მაინც ვერ დამელაპარაკებიო----მანიშნა ჯესტებით. შემრცხვა, ეს როგორ ვერ გავითვალისწინე მეთქი. როცა ერთმანეთს დავშორდით, ჩემმა მხლებელმა გოგონებმა მისი ნაკლი ვერ შეამჩნიეს. რავიცი, მშვენოვრად ელაპარაკებოდიო, კარგად იცინეს.
ტელევიზორი ისე ლაპარაკობდა, არც მესმოდა. გამხმოვანებლის ხმამ გამომაფხიზლა-- -----მეორე სერიის დასასრულიო... ფილმი დამთავრებულა, მე კი ამ ფილმმა საათნახევრით ბავშვობაში დამაბრუნა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბუდულას თავისი სტილი აქვს წერის, რაც უკვე დავინახეთ. თითქმის ყოველი მისი ნაწერი რეალურ ცხოვრებიდან არის აღებული რასაც სხვა თუ არაფერი ის დიდი ღირსება მაინც გააჩნია რომ სიმართლეს წერს. ნაწერი მეც მომეწონა. ბუდულას თავისი სტილი აქვს წერის, რაც უკვე დავინახეთ. თითქმის ყოველი მისი ნაწერი რეალურ ცხოვრებიდან არის აღებული რასაც სხვა თუ არაფერი ის დიდი ღირსება მაინც გააჩნია რომ სიმართლეს წერს. ნაწერი მეც მომეწონა.
9. ამაზე მეც ბევრი მიფიქრია :) იმის გათვალისწინებით, რომ მამამ მიატოვა ...სწორედ ეს ნაკლი ითაკილა. ამაზე მეც ბევრი მიფიქრია :) იმის გათვალისწინებით, რომ მამამ მიატოვა ...სწორედ ეს ნაკლი ითაკილა.
8. კარგი მოთხრობაა. მომეწონა. მართლაც ძალიან თბილია. კარგი ენით არის დაწერილი და ავტორისეული ემოცია მკითხველამდე მიდის. რაც შეეხება ინფექციის შედეგად სმენის დაკარგვას: მე არ ვიცი. ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ამას ხომ ამირანჩიკის ბებია ამბობს, მან ხომ ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ მის შვილიშვილს გენეტიკურად არაფერი არ ჭირს _ ამაშია ვფიქრობ მთელი განცდა, მთელი ხიბლი. კარგი მოთხრობაა. მომეწონა. მართლაც ძალიან თბილია. კარგი ენით არის დაწერილი და ავტორისეული ემოცია მკითხველამდე მიდის. რაც შეეხება ინფექციის შედეგად სმენის დაკარგვას: მე არ ვიცი. ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ამას ხომ ამირანჩიკის ბებია ამბობს, მან ხომ ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ მის შვილიშვილს გენეტიკურად არაფერი არ ჭირს _ ამაშია ვფიქრობ მთელი განცდა, მთელი ხიბლი.
7. თბილი მოთხრობაა, მომეწონა. თბილი მოთხრობაა, მომეწონა.
6. დარწმუნებით ვიცი,ინფექცია ანუ ყურის ანთება იწვევს სიყრუეს.ხოლო როცა ბავშვი ჩვილია,იგი ვეღარ სწავლობს ლაპარაკს. რაც შეეხება გაზრდას, შვილებს ვერ გაზრდის , ანუ ვიგულისხმე ლაპარაკს ვერ ასწავლის,ელემენტარულ სასაუბრო უნარებს ვერ განუვითარებს. მადლობა მუხა ,რომ წაიკითხე.ამირანჩიკი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ზუსტად ისეა,აქ როგორ დავწერე. დარწმუნებით ვიცი,ინფექცია ანუ ყურის ანთება იწვევს სიყრუეს.ხოლო როცა ბავშვი ჩვილია,იგი ვეღარ სწავლობს ლაპარაკს. რაც შეეხება გაზრდას, შვილებს ვერ გაზრდის , ანუ ვიგულისხმე ლაპარაკს ვერ ასწავლის,ელემენტარულ სასაუბრო უნარებს ვერ განუვითარებს. მადლობა მუხა ,რომ წაიკითხე.ამირანჩიკი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ზუსტად ისეა,აქ როგორ დავწერე.
5. ჯერ ერთი ყრუ-მუნჯები კი არა უსინათლოებიც ზრდიან თავის შვილებს.
მერე ინფექციით გამოწვეული სიყრუე და ყრუ-მუნჯობა სხვადასხვაა.. სამედიცინო თემას როცა ეხები, მეტი ყურადღება გმართებს, მარტალია პროზაა , მაგრამ მაინც სწორი ინფორმაცია სჯობია მიაწოდო მკითხველს . შთაბეჭდილება დამრჩა : სერიალის ერთი ეპიზოდის ფანტაზიის გაგრძელება არის ეს.. წინეები უკეთესები გაქვს . უკეთესის მოლოდინში. ჯერ ერთი ყრუ-მუნჯები კი არა უსინათლოებიც ზრდიან თავის შვილებს.
მერე ინფექციით გამოწვეული სიყრუე და ყრუ-მუნჯობა სხვადასხვაა.. სამედიცინო თემას როცა ეხები, მეტი ყურადღება გმართებს, მარტალია პროზაა , მაგრამ მაინც სწორი ინფორმაცია სჯობია მიაწოდო მკითხველს . შთაბეჭდილება დამრჩა : სერიალის ერთი ეპიზოდის ფანტაზიის გაგრძელება არის ეს.. წინეები უკეთესები გაქვს . უკეთესის მოლოდინში.
4. დიდი მადლობა...მიხარია რომ კითხულობთ დიდი მადლობა...მიხარია რომ კითხულობთ
3. მომეწონა ძალიან, ეს საუკეთესო მოთხრობაა თქვენ შემოქმედებაში. მომეწონა ძალიან, ეს საუკეთესო მოთხრობაა თქვენ შემოქმედებაში.
2. შემრცხვა,ეს როგორ ვერ გავითვალისწინე-მეთქი.
კარგი მოგონებაა შემრცხვა,ეს როგორ ვერ გავითვალისწინე-მეთქი.
კარგი მოგონებაა
1. ძალიან თბილი და სასიამოვნოა.+++++ ძალიან თბილი და სასიამოვნოა.+++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|