ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2012


რეტრო ლექსი

რეტრო ლექსი

ისევ ისეთი წვიმა,
ისევ ისეთი ქარი.
ხომ შევხვდით, ამას წინათ,
რას ვგრძნობდი, არ გითხარი...
ისევ ისეთი თოვა,
ისევ ისეთი ციდან.
შეშლილი კაზანოვა
უბრალოდ, აღარ მინდა...
ისევ ისეთი ტბები
თვალებში, ღრმა და ლურჯი.
ფიქრის საბანში ვთბები,
მე მგონი გადავურჩი
მონატრებას და ლოდინს,
ოთახში მძიმე ბოლთას.
მაინც არ გეტყვი - მოდი!
ჯობია, იწვე ცოლთან...
ნალექმა ყავის ჭიქის
რაღაც სიმართლე კი თქვა...
შენს თავს უაზროდ მიქებს,
თუმცა, ვინ კითხავს მკითხავს...
ისევ ისეთი წვიმა,
ისევ ისეთი ქარი,
საწოლზე ორი წინდა,
ერთი წასული თვალით...
      05.12.12.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები