ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2008


ყვავილები

მსურს მომართვა ყვავილების თაიგული,
სიხარულით რომ აძგერდეს ჩემი გული,
მომიტანე ენძელები და იები,
მათი ცქერით არასოდეს დავიღლები...
თორემ, მერე ყვქვილები თვითონ მოვა,
დაიწყება მიხაკთა და ვარდთა თოვა,
მაშინ მე მათ სურნელებას ვერ შევიგრძნობ,
მომიტანე ვიდრე ვცოცხლობ, ვიდრე გიცნობ...
დღეს ეს ერთი მირჩევნია, შემდეგ ათასს,
უსულოს რომ გამაცილებს პირქუშ საფლავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები