ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2012


ვუძღვნი ტატოს


სულით ობლობა ძნელია თურმე,
დაწყევლიალია პოეტის ბედი
არავის უმხელს გულში რა უდევს
მალულად უთქმელ, ტკივილებს ებრძვის!
ვერ გადალეხე ბედის საზღვარი.
შენი მერანი მხდალი გამოდგა
სხვაზე გათხოვდა ლამაზი ქალი,
ეჰ, ღმერთმა იცის მაშინ რა მოხდა?!
რით განუგეშო, მითხარი ტატო,
სიყვარულია ტანჯვის სათავე.
ძნელია, როცა ყოველწამს ნატრობ
და მასზე ფიქრით ათენ-აღამებ.
ქალმა განაცვლა ფული და ტახტი
ან იქნებ, ძალით მისცეს დადიანს.
ეგებ, გაგცვალა დედოფლობაზე
ქალი, რა ვუყოთ, მაინც ქალია!
ლამაზი იყო ქორწილი მაგრამ
დედოფალს უცებ გული წასვლია,
ხატავდა თეთრი პატარძლის კაბა
ის, ბოლოს მაინც დადიანს გაჰყვა.
გრძნობის იარებს ვერავინ შველის,
ტკივილებს მაინც უნდა გაუძლო
არა!არ არის, პოეტი ყბედი!
ხანდახან, მათაც უნდა გაუგოთ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები