ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2013


ჩემი საუნჯე

შემოდგომისას, როს დაღვინდება ნაკოცნი ღელე
შენი ბგერების და კვლავ ნეტარებს უბეში ღალღა,
მე მყუდროების ღვიძლი შვილი ვხდები და ნელა
ვუსახურდები _ მაქვს დროის დამღა
                                                      დაღლილ სახეზე.

ამ მონოტონურ და ზეპროზაულ
წამთა ზუილში მეცლება სული
და ლღვება სული ლექსების თოვლში,
და ისე მინდა... და ისე მინდა, რომ შემიფარო!

ბნელა და შენზე ოცნების ხსოვნა
ამ ცოდვილ სხეულს ელამუნება
ისე, რომ თავი მძულდეს ლამის!
ამის იქით კი ზღვაა უსაზღვრო...
ო, რა უაზრო, ყეყეჩი მზერა ჰქონია სიკვდილს! _

ამის მერე კი ვუმტკიცებ ზეცას: ა რ  მ ე შ ი ნ ი ა !
დილეგის კარი ღიაა თითქმის,
თვალებში შენი თვალები მიკრთის
და ეს საუნჯე...
და ეს საუნჯე მხოლოდ ჩემია!

თბილისი
23 თებერვალი, 2003წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები