ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2012


გზა

„დგდმ-დამ... დგდმ... დგდმ-დამ...“
რაღა ქნას მეტი,
რაღა თქვას მეტი დაღლილმა გზამ!..
მიყურებს: მარტო
ღია კუპეში ვზივარ და ვსვამ
და ვეკითხები უკვე მეასედ, _
თან ცარიელი ჭიქა შევავსე, _
მართლა დაგვტოვა,
შენ როგორ ფიქრობ,
მან?..

პასუხად ისევ: „დგდმ-დამ...“
და მაინც: რა უცხო რამ
არის ეს ხმა!..
გზად მომახალა სარკმლიდან ვერხვმა:
შენ გზა დაღალე და შენც დაგღალა გზამ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები