ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2012


გამყინვარება


                გამყინვარება
         

რამ გააშმაგა ეს ტალღები მართლა და მართლა?
ზღვას და ცას შორის კუპიდონი სხივებს თუ ხლართავს.
ქარს- ამ მაჭანკალს რამ წაართვა ნეტავი ჭკუა?
დევს ჰორიზონტი ვით ხანჯალი ორ წაწალს შუა.

ნეტავ ვიცოდე, რამ ჩააქრო, რამ გააცია
მთვარე - მიჯნურთა ძველმოდური დეკორაცია.

ჩვენც, ყავლგასული რომანტიზმის თანამგზავრები
გადავშენდებით, როგორც ერთდროს დინოზავრები,
ვარდის ფურცლობის პოეზიის ნაზი ალმური
დაიკაწრება ირონიით ვირტუალურით.

და ოფელიას მკვდარ ყვავილებს მდინარე მდორე
გაატანს თალხი დავიწყების დუჟმომდგარ მორევს.
ცას კი – გაცრეცილ ცივი ცრემლის ცახცახა ციაგს –
ციმციმ რითმებად ჩააქარგავს ლექსებში ცირა.
   





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები