ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2012


მატრიარქატი

გაქეზებ, გაქეზებ,როგორც ხარს კორიდის,
წითელი კაბით და წითელი პომადით.
რაც ხარ და როგორც ხარ, ისეთი მომინდი,
უთავბოლობასთან ომით თუ ომამდე...
საქმეზე, საქნელზე, უქმეზე, უკვე-ზე
არ გკითხავ, არ მოყვე... ჩაის ვსვამ, მაყვლიანს.
თვალებზე გეტყობა, რომ ახლა უკეთ ხარ,
თუმცა, ყოფის მტვერი შენც მხრებზე გაყრია...
რა ჩემი საქმეა, ვინ ვისთან, ვინ - საით?
რა შენი საქმეა, რა, როდის შენამდე?..
დღეს ნუ შეეცდები ფიქრების "ინსაითს",
ამ "არსის" გარკვევით სავსე ვარ ყელამდე...
დღეს დარდის უქმეა, გუნდრუკი ვუკმიე
ამინდს და ხასიათს, აწმყოს და წარსულსაც.
ოცნება მოვფშვენი სულ ბოლო ლუკმიდან,
დაგლიე წყალივით და მეტი არ მსურხარ...
                19.12.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები