ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 20 დეკემბერი, 2012
ეჭვის მცდელობა (მარინა ცვეტაევა)
როგორ გიდგებათ გული სხვასთან! ნიჩბის მოსმა, აჰ! იოლია? ჩემი ხსოვნა სანაპირო ზოლს გაჰყოლია. (წყალზე კი არა - ცაზე მოცურავე მე ვარ კუნძული!) სული სულის გახდეს დობილი, საყვარლობა აკრძალულია! როგორ გიდგებათ გული ქალთან - ღვთიური რომ არც რა ებადა, დამამხობელო სადედოფლო ნეტარებათა! „სახლს ვიქირავებ, კმარა თრთოლვა სულის, სხეულის"... როგორ ეწყობა ვინმე რიგითს ჩემი რჩეული! მსუყეა თუმცა სალაფავი, ნუ სწუხ, მიგიჩვევთ, თქვენო ღირსებავ, თქვენ ხომ სინას გადააბიჯეთ! როგორ გამოგდით ნეკნით ტრფობა ვიღაც მოკვდავთან? სირცხვილი, როგორც ლაშზე ლაგამი როგორ არ გიწყვეტთ შუბლის მოსართავს! როგორ ხართ? როგორ? ჯანმრთელად ხართ? იმღერით? ხარობთ? სინდისზე წყლულებს როგორ უძლებთ? როგორ? - საწყალო! როგორ გიდგებათ გული - დახლის საქონელთან, მძიმეა ღალა? როგორ შეეწყვეთ ფუყე თაბაშირთან კარარული მარმარის ღალატს! კლდეში ნაკვეთი, ნაფშხვენებად ქცეულხარ, ღმერთო! როგორ გიდგებათ გული ათასმეერთესთან ლილითის შემცნობს! როგორ დახარბდით ბაზრის ცინცხალს, საოცრების დაკარგეთ ცნობა? როგორ შეეწყვეთ - ვისაც არ აქვს მეექვსე გრძნობა! ღირდა? ჩამოვსხდეთ. ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან. არა? ამ მღვიმეს არა აქვს სიღრმე! როგორ შეეწყვეთ, ძვირფასო, მძიმედ? თუ უფრო მძიმედ, როგორც მე - ვინმეს!
ПОПЫТКА РЕВНОСТИ
Как живется вам с другою, - Проще ведь? - Удар весла! - Линией береговою Скоро ль память отошла Обо мне, плавучем острове (По небу - не по водам!) Души, души! быть вам сестрами, Не любовницами - вам! Как живется вам с простою Женщиною? Без божеств? Государыню с престола Свергши (с оного сошед), Как живется вам - хлопочется - Ежится? Встается - как? С пошлиной бессмертной пошлости Как справляетесь, бедняк? "Судорог да перебоев - Хватит! Дом себе найму". Как живется вам с любою - Избранному моему! Свойственнее и съедобнее - Снедь? Приестся - не пеняй... Как живется вам с подобием - Вам, поправшему Синай! Как живется вам с чужою, Здешнею? Ребром - люба? Стыд Зевесовой вожжою Не охлёстывает лба? Как живется вам - здоровится - Можется? Поется - как? С язвою бессмертной совести Как справляетесь, бедняк? Как живется вам с товаром Рыночным? Оброк - крутой? После мраморов Каррары Как живется вам с трухой Гипсовой? (Из глыбы высечен Бог - и начисто разбит!) Как живется вам с сто-тысячной- Вам, познавшему Лилит! Рыночною новизною Сыты ли? К волшбам остыв, Как живется вам с земною Женщиною, без шестых Чувств? Ну, за голову: счастливы? Нет? В провале без глубин - Как живется, милый? Тяжче ли - Так же ли - как мне с другим?
ძვირფასო რენუარ, ძალიან მომეწონა... ნათარგმნი ლექსის ძალა ავტორის სულის გადმოცემაა შენეული აღქმით... ცვეტაევა ძალიან მიყვარს. ის არა მარტო უდისესი პოეტია, ასევე პატრიოტი, ის თავის ლექსებში საკუთარ სულს მონუმეტნურ ტილოზე, ანუ შეგრძნობილ სამყარო-ადამიანებზე ხატავს. შენ შესძელი იგივე გაგეკეთებინა, ანუ ჩაგეხედა ავტორისა და ლექსის სულში
ერთ რამეში ვეთანხმები ბატონ "მუხას". ქვემოთ ჩამოწერილი (მგონი დასაშვებია ვუწოდო) სიტყვები შეცვალე სხვა შესატყვისით. ეს თქვენ არ გაგიჭირდებათ.

საოცრად გადმოგიცია დედანში მოხეთქილი გრძნობების ნიაღვარი, რაც ყულფში თავის გაყოფამდე თან ახრჩობდა პოეტურსიგიჟედაბედებულ მარინას. ყოჩაღ ნინო, ძალიან გაფასებ, მომწონხარ,მომწონხარ და მომწონხარ. გაიხარე.
აქაც გავიმეორებ:

ხომ გითამაშნიათ ბავშვობაში დამალობანა? როცა თვალდახუჭულს ზურგს უკან დაემალები, საკმარისია თვალი გაახილოს, დაგინახავს, მაგრამ ასწრებ "დასტუკებას". მეტი დასაბუთება არ შემიძლია:)

მადლობა, მუხა, მაგრამ "გიდგება გული" არის "კაკ ჟივიოტსია" ამ შეკითხვის მარინასეული გაგების თარგმანის მცდელობა და როგორც თავად აღნიშნავ, გული არაფერ შუაშია:))))) ასეთი იყო ის – გენიალურად თავაშვებული:)

რენუარ! არაჩვეულებრივად კითხულობ, ხმა ძალიან ჰაეროვანი გაქვს და ვნებიანი ტემბრი, მე მოვისმინე ალისას წაკითხული, მაგრამ შენი უფრო სხვაა, ალისას უვრო , როგორ ვთქვა ხმა -ხრეშიანია,
ძალიან მაინტერესებდა შენგან მოსმენილი, ისეთივე კეკლუცი და ჰარმონიული თუ იქნებოდა როგორსაც სურათებით აღგიქვი და არ შემვდარვარ ძალიან ვისიამოვნე და ამ სიამოვნებას კიდევ რამდენჯერმე გავიმეორებ, რისთვისაც მადლობას გიხდი. თარგმნობა ძალიან ძნელი, რთული საქმეა, შეჭიდებიხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, უმკლავდები კიდევაც როგორც ჩანს და თუ ჩემისთანა პატარა ადამიანისაგან მეგობრულ რჩევას მიიღებ ნება შენი იყოს მე მაინც გეტყვი, არ მომწონს თარგმნილი "გიდგებათ გული"-სხვასთან. "გიდგებათ გული"-ქალთან. "გიდგებათ გული"-დახლის საქონელთან. "გიდგებათ გული"- ათასმეერთესთან. მშვენიერი ნათარგმნი გაქვთ სიტყვები"შეეწყვეთ, ეწყობა,გამოგდით, უძლებთ "და ა,ს., გული არაა მთავარი ცვეტაევისთვის ჩემი შეგრძნებით. მერე (წყალზე კი არა-ცაზე მოდრეიფე მე ვარ კუნძული!) აქ ჯერ "ჰო" უნდა იყოს და მერე "არა" ცვეტაევს ლექსში ეს დაცული აქვს (პო ნებუ-ნე პო ვოდამ!) მე ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ თქვენში ედეალს ვეძებ. გისურვებ წარმატებწებს.

:* მადლობა, ჩემო ძალიან საყვარელო ადამიანებო. სიმართლე გითხრათ, ზედმეტად განვიცდი ამ თარგმანის ბედს. საკუთარ ლექსებს იოლად ვწერ და თუ დამიწუნებენ არ ვდარდობ დიდად, მაგრამ აი, თარგმანზე ვმუშაობ და საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულის არ იყოს, ბუხრისთვის არ მემეტება....და რაც მთავარია, მარინა რას იტყვის! რა პირით შევხედო :)
:****

საოცარი ექსპრესიით კითხულობ, ასე მგონია, მთელი სიღრმე ამოგაქვს ერთ ამოსუნთქვაზე. ვკითხულობ, ვკითხულობ და ვერ ვძღები... ასეთია მარინა ცვეტაევას მაგია...

აუდიო ჩანაწერი გავაკეთე:) ზუსტად ის განსხვავებაა ჩემსა და ალისას წაკითხულს შორის, რაც ორიგინალსა და ამ თარგმანს შორის:) მაგრამ მაინც... თუ ვინმე უკეთ შესძლებს, მოხარული ვიქნები მხოლოდ:*

გამაოცეეე! მარინას ამ ვირტუოზულად შესრულებული ლექსის, მისი სიტყვებთან თამაშის ასე თარგმნა ურთულესი საქმეა და შენ ამ სირთულეს ძალიან კარგად გაართვი თავი, ბრავოოო!!! ალაგ-ალაგ მაქვს შენიშვნა, ისიც მცირედი -" Хватит! Дом себе найму" - თარგმანშია "სახლი გვექნება", მე მგონი, აქ -მექნებაა- სწორი... "Вам, поправшему Синай!" - "თქვენ ხომ სინას გადააბიჯეთ" - ფეხქვეშ გათელვა ან გადათელვა ხომ არ იქნებოდა უფრო შესატყვისი?..
როგორ ველოდი ამ თარგმანს და როგორ გაამართლა... ცვეტაევას სიმაღლეების აღებას მაღალი კლასი ჭირდება და "ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"...

ცვეტაევა აღარც გამხსენებია, ისე მომეწონა თვითონ ლექსი.
კლდეში ნაკვეთი, ნაფშხვენებად ქცეულხარ, ღმერთო! როგორ გიდგებათ გული ათასმეერთესთან ლილითის შემცნობს! როგორ დახარბდით ბაზრის ცინცხალს, საოცრების დაკარგეთ ცნობა? როგორ შეეწყვეთ - ვისაც არ აქვს მეექვსე გრძნობა! ღირდა?

როგორ გიდგებათ გული ათასმეერთესთან ლილითის შემცნობს! როგორ დახარბდით ბაზრის ცინცხალს, საოცრების დაკარგეთ ცნობა? როგორ შეეწყვეთ - ვისაც არ აქვს მეექვსე გრძნობა! ღირდა? ჩამოვსხდეთ. ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან. არა? ამ მღვიმეს არა აქვს სიღრმე! როგორ შეეწყვეთ, ძვირფასო მძიმედ? თუ უფრო მძიმედ, როგორც მე - ვინმეს!
რა მაგარია! 5