ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2012


დიდაშ ნანა..


                                          ვაითუ, მკვდარი ვარ,
                                          ვაითუ, მკვდარი ვარ
                                          უკვე და ვერ ვხვდები..

                                                      რ.მესხი                       


თითქოს გუშინ ლოცულობდი ჩემზე,
ლოცვისას ყოველთვის ცისკენ აღაპყრობდი ხელებს.
იდექი ნაპირთან. ზღვიდან ამოსული ქალღმერთივით..
ცამ გადახსნა კრეტსაბმელი და ხელისგულზე მოგევლინე
ერთ ნამცეცად.
მერე ღრმად გავიდგი სუსტი ფესვები
და ახლა შენს სახლში, მხოლოდ მე ვხარობ.
შენ ყოველ საღამოს მისხამდი წყალს, სულის საზრდოს.
  თუთარჩელაზე მირწევდი აკვანს და მიმღეროდი დიოსკურელის ნანას.
დრო და დრო მკვებავდი ლექსებით და ასე ვიზრდებოდი.
შენ ყოველთვის ცდილობდი , არავის დავეჩრდილე
და ფანტავდი შავ ღრუბლებს ჩემ თავზე,
შენ ჩემ ჩრდილქვეშ ისვენებდი მხოლოდ
და როცა შენ ხდებოდი ავად, მე ვკვდებოდი.
უწყლოდ, უჰაეროდ,ულექსოდ..
გაუნძრევლად ვიდექი  ერთ ადგილას და გიყურებდი,
როგორ გტკიოდა და ვერ გშველოდი,
შენ ცრემლებს ტოვებდი ღმერთთან პირისპირ და მატყუებდი
ავად არ ვარო.
ჩვენ სახლში ისე ღრმად გავიდგი ფესვი –
როცა  შენ არ ხარ..
როცა არ მესმის შენი სუნთქვა,
უმოძრაოდ ვდგავარ და ვკვდები.
ნაჯახი მომიქნიეს და ნაფლეთებად მაქციეს.
როგორც ხაზარულა.
შენ ახლა დადიხარ და დაეძებ ჩემ ნაწილებს ფაზისის წყალთან.
გუშინ პირველად შეგამჩნიე ნაოჭი ხელზე, როცა მეფერებოდი
და ვიგრძენი, რომ პატარა აღარ ვარ.
ვეღარ ვმთელდები..
უფრო ვსუსტდები...
მგონი ვკვდები და გული მწყდება..
ვკვდები ისე, რომ ისიც არ ვიცი
რა მისია მაქვს!
ვინ ვარ ან რა ვარ -
ხე  – უნაყოფო, შვილივით გაზრდილი თუ პირიქით?!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები