ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2012


ეს ვინ გვყოლია! ( მამა გაბრიელი 20/12/2012წ)



ვერხვები რიგში დგანან მდუმარედ ,
აუწევიათ ზევით ტოტები,
მხატვარი ერთი ცრემლმორეული
მიჰყვება აღმართს ჩუმი გოდებით.
ირგვლივ არავინ, არ არის შემწე,
არც დარდი მისი ვინმეს ჰქონია,
გარდასახულზე
იტყვიან მხოლოდ:
"ეს ვინ ყოფილა - ეს რა გვყოლია!"

ერთი პოეტიც და ანგელოზიც,
თურმე ისიც აქ, აქვე ყოფილა,
მუხთალი ტყვია, მისთვის ნასროლი,
შემართებული
ჩვენ ხელთ გვქონია.
მერე მივალთ და დავუნთებთ სანთელს...
ნამუსი,
თავი ქუდში გვგონია,
მერე კი ვიტყვით: ჰეი, ქართველენო!
"ეს ვინ ყოფილა - ეს რა გვყოლია!"

მიტომ გაფრთხილდით, ეძიეთ კარგად,
ის თქვენთან არის! და იარება,
გამოარჩიეთ ალმასი ქვებში
რომ არ  გამოგრჩეთ ეს ზიარება.
უბრალო, ჩუმი, - გახდება გმირი,
კაცი დარდი კი ალმას ბროლია,
ღმერთო აცხონე, ყოფილა ღირსი!
"ეს ვინ ყოფილა - ეს რა გვყოლია!"

ექვთიმე არის ის, თუ ილია?!
ნიკალაა თუ, ის სათნო ბერი?!
აქვე დგანან და აქვე არიან,
არ უნდა ძებნა წვალება ბევრი.

სწორი ბილიკით, ჭეშმარიტებით
მიუყვებიან ასე ცხოვრებას,
შენც დაინახე და შეუერთდი,
შენც შეუდექი სულის ცხონებას

ასე ხელიხელ, ასე გულიგულ,
ასე ლოცვით და ასე მარჯვენით,
ვერ დაგვამარცხებს ვერცერთი ურდო
და სულ ვიქნებით მუდამ ქართველნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები