ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2008


ზოგადნეკერული

ღმერთისთვის - უნიჭო შანტაჟია,
გრძნობით ყოველივეს გამართლება.
ფიქრში - დღეში ასჯერ რევანშს ვიღებ
ვენებზე გადასმულ სამართებლით.

ცხადში- ვერ ველევი გაძაღლებულ
და დევალვირებულ არსებობას...
ვიღაც თანამიგრძნობს - რომ ამ ფიქრით
ჩემში თვით სატანა თავსდებოდა,

ამღვრეულ ტვინში კი გამიელვებს
ზოგადნეკერული ანდაზები:
ღმერთს ვერ შეურაცხყოფ სიყვარულით!
ღმერთი- სიძულვილზე გაბრაზდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები