ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2012


თოვლიანი დიალოგი

              ***
-ამდენი წელი აქვე ყოფილხარ,
ჩემთან, სულ ახლოს...
-როგორ თუ შენთან?...
ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით?
ერთმანეთს მაგ დროს,
-მართალს ამბობ, არც კი ვიცნობდით
და მაინც ზურგით, შენს სითბოს ვგრძნობდი,
ყოველ თოვაზე... ასე ვთბებოდი...
-რა უცნაურად ლაპარაკობ,
თოვლში რა მოგდის?
არ მიცნობდი და მაინც გიყვარდი?
-ასე გამოდის?!...

                ***
სადღაც...,
უცხოს და სუულ არავის,
სუულ არაფერი არ უნდა შენი,
მხოლოდ უყვარხარ და ედარდები.
-თქვენ იცით რამე, უფრო დიადი?
ან უფრო წრფელი?

          ***
მე  მინდა მაგ შენს გულს,
მზე სანთლად  დავუნთო,
უფალი დავანდეს...
მხოლოდ მას დავუთმობ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს