ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2012


ნორიო

ნორიო... ბინდ-ბუნდი... ღვთაების ტაძარი...
ბალახის და უფრო ხეების სურნელი...
კელია... ლოცვებით გამთბარი ზამთარი...
ცაცხვები... ცაც ცხვება... ჭადარი... კუნელი...
ნორიო... სადღაცას მამაა ანტონი...
უფლისთვის... უფალთან... ნუ ვიტყვით "მარტომყოფს"...
მთვარე იმზირება-ღრუბლების ფანტომი...
ბეცად იმზირება-ვგონებ, რომ წამოთოვს...
ნორიო... აქაც კი მიჯნურთა კვიატი...
მთვარევ-თებერვალის პირველო თავადო...
და მეც უშენობის ცრუ ალერგიათი,
დროდადრო დილიდან დილამდე ვავადობ...
ნორიო... სახლიდან აქ ორსართულიან,
სამყარო მოჰგავდა ბებიას ხელისგულს...
დაკოჟრილს-გაგება არც ისე რთულია,
ვუცქერდით ხეობას-მოჯანღულს, შენისლულს...
ნორიო... თბილია ზამთარშიც ნორიო...
შემოსეს ზვინები გაცვარულ სტიქარით...
ორიონს მომსკდარი თარეშობს ბორიო...
მიხარის! მიხარის! მიხარის! მიხარის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს