ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2012


ქალი

ჩემთვის ვფიქრობდი
ამ  უღიმღამო ცხოვრებაზე,
თან ქუჩისპირა ფანჯრებს ვწმენდდი
საახალწლოდ,- მიმსვლელ-მომსვლელის კვალობაზე-
სუფთად რომ იყოს.
ფოთლებთან ერთად, ფანჯრის რაფაზე
ერთი ცალი, დამხვდა კაკალი.
წამსვე წუწუნი  გადამავიწყდა,
აქვე ზღაპარი და ...- კონკია გავხდი,
სასწაულის მოლოდინში ახალწლის ღამის...-
ღმერთო,რა ცოტა გვყოფნის ქალებს,
კაცებს?  -რა დათვლის?...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები