ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2012


- ჯერ ,,ნახევრადმარსო,, -

ცხრა მთა ჰქონდა დათვლილი, საიდანაც ქალაქისთვის უნდა გადმოეხედა. ახლა მეშვიდეზე იდგა. ჩუმად იდგა. არა, არ ერიდებოდა ხმამაღლა ფიქრს, როდესაც მარტო იყო...   
აი იმ სახლში ცხოვრობდა ის, ოდესღაც -  სასურველი, ოდესღაც  - საინტერსო.  როდის?  განა ამას მნიშვნელობა აქვს?... 
მერე გასძახა: 
    - აღარ მაინტერესებს შენი ღიმილი! შენი გამოხედვა და დუმილი შენი! არ მაინტერესებს შენი გრძნობები! ( ვაღიარებ! კოხტად აფენია სხვა დ სხვა ფორმისა, ზომის და ფერის ფურცლებს!) არა მაინტერესებს შენი მოსაზრებები, შენი ნიჭი აღარ მხიბლავს! არ მაღელვებს რა მიზეზით და რისთვის გიჩქარდება გული!... დავამსხვრიე შენი ნაჩუქარი ფაიფურის მზე!... სუნთქვა გეკვროდა?! აღარ მინდა ვგრძნობდე მას! შენი სუნი აღარ მენატრება! სულერთი გახდი! არა,  შენ არ შეცვლილხარ! მხოლოდ ერთი ნიუანსის გამოა ასე! გითხრა?! გაინტერესებს?! კარგი, გეტყვი!... შენ ბოლომდე გამეხსენი!..შენ გაბედე და შენი სული გააშიშვლე! არაფერი, არაფერი დაიტოვე შენთვის!...შენ საოცრად მგავხარ მე! მე კი უკეთესი მეგონე!...
რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ, შენ როგორ გაპატიო, როგორ?! შენ ისეთივე უცხო გახდი, მე რომ ვარ ჩემი თავისთვის, გესმის?!...მე ახლა თავისუფალი ვარ!... ჯერ შენგან... - (ეს ხმადაბლა თქვა). 
მერე ერთბაშად ამოუშვა ფილტვებიდან წამის წინ ღრმად  ჩაშვებული ჰაერი და მთიდან დაეშვა. გზად ქამარში გარჭობილი რევოლვერი შეამოწმა. ეშვებოდა და პირველად მოუნდა, რომ ახლა, აი ამ გზაზე მთის ძირისაკენ,  მას  შეხვედროდა, რათა რევოლვერი ამოეღო, მისთვის მიეშვირა და ოთხჯერ ეთქვა: - ბახ! ბახ! ბახ! ბახ! - რადგან იარაღში ვაზნები არ იდო... არ იცოდა როდის, მაგრამ აუცილებლად ავიდოდა ჯერ მერვეზე და მერე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები