ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2012


ჯვარი ვაზისა

წაღი შეხსნია,
შემოცვეთია
ნაქსოვი წინდა, _
სოსანისფერი...
და მძიმე ტევრი
ხვეული ლერწზე,
ჩაწნული თმაში,
ვით ტვირთი ერის, მოაქვს ნინოს,
მოაქვს რუდუნით...
და ხიბლავს მთებზე
მზის ანარეკლი
და მტკვრის დუდუნი.
გზადაგზა ცვდება ნაქსოვი წინდა,
მძიმდება ჯვარზე გაკრული ტევრი...
ბოლოს და ბოლოს,
თვალი რომ ჰკიდა,
უეცრად შეკრთა
და, როგორც იქნა,
წამოემართა:
_ ეს არის! მცხეთა!
და დაიბერტყა ფეხთაგან მტვერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები