ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2013


***

შენი თვალების მოგრძო ჭრილიდან
აფრინდნენ სევდის ლურჯი ჩიტები.
მიდი სარკმელთან , გამოაღე და
ფილტვები თეთრი ყინვით აივსე.
თეთრი ნუგეშით, რომ კიდევ შეგწევს ძალა,
ისუნთქო.
მიდი, გააღე ყველა ფანჯარა, ან გაშიშვლი,
ანდა ილოცე.
ოღონთ მე მზერა არ გამისწორო,
მე თვლებში ნუღარ ჩამხედავ.
შენი თვალები-სევდის მტრედების
თბილი ბუდე. სამუდამოდ მიტოვებული
ჩემი-ყვავების სასაფლაო.
გააღე ფანჯრები. ანდა დახურე.
ან გაშიშვლდი, ილოცე თუნდაც.
სიმშვიდის ლურჯი ფრინველები
აღარასდოს დაბრუნდებიან.
მე კი სამუდამოდ დამავიწყე შენი მზერა,
რადგანაც იცი ვინც დადგება ჩემს წინ
და წლობით, ათასწლობით
ჩვენი მზერა შეადნება ერთიმეორეს.
რომ იქნებ ჩემი გუგების უკუნეთში
მისი თვალების თბილი სიმწვანე გადმოიღვაროს
და ჩემს სულში მარადიული, სევდიანი
გაზაფხული ააშრიალოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები